LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მზადაა ჩაერთოს ალიანსის მცდელობებში, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით

28

საქართველო მზადაა ჩაერთოს ალიანსის მცდელობებში, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გამართული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება ბრიუსელში, ნატო-სა და ევროკავშირში. ჩვენი მთავრობა მოწოდებულია, ეს მოლოდინი გაამართლოს. გენერალურ მდივანთან დღეს გამართული შეხვედრისას დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. ვარშავის სამიტზე წევრმა-ქვეყნებმა არაორაზროვნად გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა და ინსტრუმენტი, მოემზადოს გაწევრიანებისათვის. ჩვენ ამ ინსტრუმენტებს მომავალშიც სრულად გამოვიყენებთ, რათა დავუახლოვდეთ გაწევრიანების მიზანს” – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები