LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

0:4 არავის ამოუქაჩია და ბარსას ანტირეკორდები

23

„ბარსელონას“ პარიზული განადგურება ერთ-ერთი დიდი სენსაციაა და ამან კატალონიური გრანდის ანტირეკორდებიც წარმოშვა.

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლოს 2006/2007 წლების სეზონში ვერ გავიდა. მაშინ კატალონიელები „ლივერპულმა“ დასცა (1:2 და 1:0).
ახლა, როცა „ბარსამ“ პარიზში 0:4 წააგო, მისი შანსი ნულს გაუტოლდა.
ეს იყო „ბარსას“ ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება ჩემპიონთა ლიგაში.

 
გარდა ამისა, „ბარსელონამ“ ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად გაუშვა 2 გოლი პირველ ტაიმში. ბოლოს ასეთი რამ 2008 წელს მოხდა. მაშინ 45 წუთში „ბარსას“ ორჯერ „სელტიკმა“ გაუტანა, თუმცა ის მატჩი შოტლანდიაში მაინც კატალონიელებმა მოიგეს – 3:2.

 
ვერცერთი გუნდმა, რომელმაც ევროთასებზე პირველ მატჩი 0:4 წააგო, ამოქაჩვა ვერ მოახერხა. არადა, შემობრუნების მცდელობა 185-ჯერ იყო.
ყველაზე დიდი ანგარიში, რომელიც ევროთასებზე ამოუქაჩიათ, გახლავთ 1:4. 2003/04 წლების სეზონში „დეპორტივომ“ მეოთხედფინალის პირველი თამაში „მილანთან“ 1:4 წააგო, მაგრმ მერე შინ 4:0 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები