LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 აგვისტოდან  საკვებ პროდუქტებში მარგარინის გამოყენებაზე შეზღუდვები წესდება

140

1 აგვისტოდან  საკვებ პროდუქტებში მარგარინის გამოყენებაზე შეზღუდვები წესდება.  მთავრობის დადგენილებით  განისაზღვრა, რომ რეგულაცია  ტრანსცხიმების გამოყენებაზე დაწესდება.

ტრანსცხიმები არის მცენარეული ცხიმების გადამუშავებით მიღებული ცხიმები, რომელიც  ფართო მოხმარებაში ცნობილია მარგარინის და სპრეის სახელით.

თუკი გადამუშავების პროცესი არ მიდის სრულყოფილად, რაც  ძვირი ჯდება,  მიღებული ცხიმები ჯანმრთელობისთვის მავნებელია და შესაბამისად, საერთაშორისო დონზე უკვე არსებობს მოთხოვნა, რომ ნებისმიერ პროდუქტს, სადაც გამოყენებულია ეს ცხიმები, უნდა ეწეროს შემცველობა. საერთაშორისო სტანდარტით,  100 გრამ პროდუქტზე  ტრანსცხიმების შემცველობა 1-2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

მთავრობის დადგენილებით კი განისაზღვრა, რომ საქართველოში 100 გ მზა სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს. ხოლო ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმს.

ამასთან, დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ მზა სურსათზე, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმს, მიღებულს ისეთი პროცესებისაგან, როგორიცაა:

ა) მცენარეული ცხიმის ჰიდროგენიზაცია;

ბ) მცენარეული ცხიმის  მაღალ ტემპერატურაზე ექსტრაქცია (არანაკლებ 110°C-ისა);

გ) სურსათის შეწვა ან/და გაცხელება მცენარეულ ცხიმში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები