LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი ივლისიდან სამართლებრივი რეაგირება მოხდება მათზე, ვისაც ღია კაფეების განთავსებაზე მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის მიმართული არ აქვთ

76

1-ელი ივლისიდან სამართლებრივი რეაგირება მოხდება მათზე, ვისაც ღია კაფეების განთავსებაზე მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის მიმართული არ აქვთ, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ღია კაფეებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ვისაც მერიისთვის მიმართული აქვს ღია კაფეების გარეთ განთავსებაზე, მათ პრობლემა არ შეექმნებათ.

“დღესდღეობით, ვისაც მიმართული აქვს მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის ღია კაფეების გარეთ განთავსებაზე, მათ არანაირი პრობლემა არ ექნებათ. ვისაც მიმართულუ არ აქვს და კანონით ეკუთვნით, პირველი ივლისიდან მათზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება. მანამდე ჯერ კიდევაა დრო, რომ მათ სურთ ღია კაფეების განთავსება”, – განაცხადა დავითულიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები