LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი მარტიდან დასუფთავების მანქანები 22:00 საათის შემდეგ ივლიან

51

2018 წლის 1 მარტიდან დასუფთავების მანქანები, საპილოტე პროექტის ფარგლებში, 22:00 საათის შემდეგ ივლიან.

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, თავდაპირველად, პროექტი ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ტერიტორიას, ცენტრალური და შიდა ქუჩების ჩათვლით მოიცავს.

“საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლას მოახდენენ. 1 მარტამდე კი მერია ინფრასტრუქუტსს მოაწესროგებს და რკინის კონტეინერების ნაცვლად პლასტმასის კონტეინერების დადგმას უზრუნველყოფს, “– განაცხადა მაია ბითაძემ.

საპილოტე პროექტი შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება: ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ბერძენიშვილის ქუჩა, მუხაძის ქუჩა, კავსაძის ქუჩა, ბაზალეთის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ნაფარეულის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, რადიანის ქუჩა, მცხეთის ქუჩა, შატბერაშვილის ქუჩა, ჯანაშვილის ქუჩა, ქუთათელაძის ქუჩა, ატენის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, ელიავას ქუჩა, ცხვედაძის ქუჩა, მარუხის გმირების ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, გაბაშვილის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩა, აბულაძის ქუჩა, მარაბდის ქუჩა, მოსეშვილის ქუჩა, დარიალის ქუჩა, კეკელიძის ქუჩა.

დედაქალაქის მერია მოსახლეობას სთხოვს ნაგვის ნარჩენები საპილოტე რეჟიმოს ამოქმედებისისას ღამის საათებში გაიტანონ, რათა ურნების დღის განმავლობაში გადავსება არ მოხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები