LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით გამოცხადდეს უქმეებად – ონლაინპეტიცია განთავსდა

78

1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით დღეები გამოცხადდეს უქმე დღეებად – შესაბამისი მოთხოვნით ონლაინპეტიცია განთავსდა.

ტექსტის ავტორის, ბექა შენგელიას განცხადებით, ევროპის ქვეყნებში შობიდან ახალ წლამდე პერიოდი უქმე დღეებია და მიზანშეწონილი იქნებოდა, იგივე წესი მოქმედებდეს საქართველოშიც.

„ევროპის ქვეყნებში (არამარტო) შობიდან ახალ წლამდე პერიოდი არის ოფიციალური უქმე დღეები, ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროპისთვის. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ორიენტირებული არის იმაზე, რომ გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილა, ვიღებთ უამრავ მაგალითს, ვცდილობთ ჩვენს კანონმდებლობაში ავსახოთ ევროპული გამოცდილება.

გამომდინარე იქიდან რომ მარლთმადიდებლური კალენდრით, შობა არის 7 იანვარს, ევროპული და ამერიკული საშობაო დასვენების დღეები, შეგვიძლია გადმოვიტანოთ 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით.

1 და 2 იანვარი დასვენების დღეებია, დასვენების დღეა 7 იანვარიც, უარეს შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევს დამატებით 4 არასამუშაო დღის დამატება კალენდარზე, რაც სულაც არ არის დიდი დრო, თუ ისე მოხდება, რომ 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით 2 დღე დაემთხვევა შაბათ-კვირას, გამოვა რომ სახელმწიფოს არა თუ 4 არამედ 2 არასამუშაო დღის დამატება უწევს ამ კონკრეტულ წელს, 1 იანვრიდან 7 იანვრამდე პერიოდში კი შეუძლებელია არ მოხდეს 2 უქმე დღე (შაბათკვირა).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა 1-დან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდი გამოცხადდეს უქმე დღეებად,” – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები