LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ივლისი ფრეების დღეა: ფინალში ნათამაშები ფეხბურთელი აღარ დარჩა

43

მსოფლიოს ჩემპიონატებზე 1 ივლისს გამართული 8 მატჩიდან 6-ში ოვერტაიმი გახდა საჭირო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მოგეხსენებათ, გუშინ ჯერ რუსეთი-ესპანეთი, შემდეგ კი ხორვატია-დანია დასრულდა ფრედ, 1:1.

გარდა ამისა, გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მეორედ, დღის ორივე შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ჯერ დამატებითი დრო, შემდეგ კი პენალტების სერია გახდა საჭირო.

პირველად მსგავსი რამ 1986 წლის მუნდიალზე მოხდა – 21 ივნისს გამართულ ორივე მატჩში პენალტები დაინიშნა. შედეგად ბრაზილია საფრანგეთთან დამარცხდა (1:1; 3:4 პენ.), გერმანიამ კი მექსიკა დაამარცხა (0:0; 4:1 პენ.).

 

 

იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებენ, არცერთს ტურნირის ფინალში არ უთამაშია.
მას შემდეგ, რაც ესპანეთი რუსეთთან დამარცხდა და მუნდიალს გამოეთიშა, ტურნირზე არ დარჩა არცერთი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო პირველობის ფინალში მიუღია მონაწილეობა.
ესპანეთზე ადრე მუნდიალს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალისტები – არგენტინა და გერმანია გამოეთიშნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები