LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ივლისიდან ფასის ლარით მითითება სავალდებულო იქნება

36

2017 წლის 1 ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების, ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. ამ წესის დარღვევაზე კი ადმინისტრირებას შემოსვლების სამსახური განახორციელებს.

წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმი 1000 ლარით განისაზღვრა. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მხოლოდ იურიდიულ პირებს – მეწარმე სუბიექტებს შეეხება და ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება. ამასთან, მზადდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტი იმ საგამონაკლისო შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მეწარმის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვა, შესაძლებელი იქნება უცხოურ ვალუტაში.

15 ივნისიდან, 2 კვირის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები