LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მოკლული, ექვსი დაჭრილი – აუზის წვეულების დროს თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა

71

შეიარაღებულმა პირმა აშშ-ში, სან დიეგოს საცურაო აუზთან ცეცხლი გახსნა, შედეგად გარდაიცვალა ერთი ქალი, ექვსი ადამიანი კი დაიჭრა – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

პოლიციის უფროსის, შელი ზიმერმანის თქმით, თავდამსხმელი, 49 წლის პიტერ სელისი პოლიციამ ადგილზევე მოკლა.

საცურაო აუზზე დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება მიმდინარეობდა, როდესაც სელისმა ცეცხლი გახსნა.  რამდენიმე ადამიანს ზედა კიდურების მოტეხილობა აქვს, მათ სხეულის დაზიანება გაქცევისას მიიღეს.

დაშავებულების და გარდაცვლილის ვინაობას ზიმერმანი არ ასახელებს, რამდენიმე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდასხმის მოტივი სამართალდამცველებისთვის, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები