LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 საათიანი სამაშველო ოპერაცია მტკვარზე წარმატებით დასრულდა ფოტო/ვიდეო

214

“ვეფხი და მოყმის” ძეგლთან, მტკვარში ჩავარდნილი ძაღლის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები წარმატებით დასრულდა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელმა რატი მამუკაშვილმა 1 საათიანი მცდელობის შემდეგ  ცხოველი წყლიდან ცოცხალი ამოიყვანა.

“შემოვიდა შეტყობინება,  რომ მტკვარში ძაღლი იყო ჩავარდნილი.  ადგილზე მოსულებმა თითქმის ერთ საათიანი მცდელობის შედეგად მოვახერხეთ ძაღლი ცოცხალი ამოვეყვანა წყლიდან . ვითარება რთული იყო , ცხოველი გაჭედილი იყო მეტალის მილებში.ძაღლი გადაყვანილი იქნება მერიის ცხოველთა თავშესაფარში”- განუცხადა “ფორტუნას “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პრესსამსახურმა თაკო აბაშიძემ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები