LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 სექტემბერს ქართველი მსმენელის წინაშე ბრიტანული დუეტი “The Chemical Brothers“ წარდგება

78

1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდორმზე, ქართველი მსმენელის წინაშე 4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი “The Chemical Brothers“ წარდგება. კონცერტის ორგანიზატორები “Eastern Promotions” და “თიბისი სტატუსი” არიან.

ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან  შემდგარი ინგლისური დუო ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე. კონცერტის ორგანიზატორთა თქმით, ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება და 350 ლარამდე მერყეობს.

“გვაქვს არაერთი სიახლე, ეს შოუ ტექნიკურად ძალიან მრავალფეროვანი იქნება. რუსთავის საერთაშორისო მოტოდრომი გადაიქცევა დიდ, მოძრავ არენად. ეს ლოკაცია ძალიან საინტერესოა და ის შემთხვევით არ იქნა შერჩეული. ლოკაციის შერჩევაში თვითონ ჯგუფის მენეჯმენტიც იღებდა მონაწილეობას. ყველა, ვინც კონცერტს დაესწრება, პირობას გაძლევთ, რომ ძალიან გაკვირვებული დარჩება,” – აცხადებენ “Eastern Promotions”-ში.

ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი “The Chemical Brothers”, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე, ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან.

The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე  8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა – “Block Rockin’ Beats”“Hey Boy Hey Girl”“Galvanize”“The Salmon Dance”“Do It Again”“Swoon” და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები