LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წლის განმავლობაში შს სამინისტრომ 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და სხვა ნივთიერებები ამოიღო

30

ბოლო 1 წლის განმავლობაში შსს-მ უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი,15 კგ ფსოქოტროპული ნივთიერებები და 1482 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამის შესახებ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

”ერთი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 37 კგ კოკაინი, 181 კილოგრამი ჰეროინი, რომლის უდიდესი ნაწილი ტრანზიტისთვის იყო განკუთვნილი. ასევე 15 კგ ფსიქოტროპული ნივთიერებები და სხვადასხვა დასახელების სხვადასხვა ნარკოტიკი. ამავე პერიოდში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 1482 ცეცხლსასროლი იარაღი, რაც თავის მხრივ, მძიმე დანაშაულის პრევენციაა”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამ წუთებში პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები