LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ადგილი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა მოინახულოთ

154

რასაც არ უნდა ეძებდეთ – თავგადასავლებს, მშვიდად დასვენებას თუ უბრალოდ მარტო მოგზაურობას, 2018-ში სასურველ დანიშნულებას აუცილებლად იპოვით. საქართველოს ისტორიული ქუჩებიდან  ვიეტნამის ულამაზეს მდინარეებამდე, მსოფლიო მოგზაურებს უამრავ საგანძურს უნახავს.

გამოცემა “Add To Bucket list”-მა წლის საუკეთესო დანიშნულებების სია შეადგინა და ერთ-ერთი პირველი პოზიცია საქართველოს და მის დედაქალაქს – თბილისს მიაკუთვნა.

1. სინგაპური

ულტრათანამედროვე ცათამბჯენები, მდიდრული კურორტები, ოჯახის დასასვენებლად საუკეთესო სასტუმროები და შოპინგის მოყვარულთა სამოთხე – ქვეყანას ერთ-ერთ საუკეთესო დანიშნულებად აქცევს. თუკი საუკეთესო ქუჩის საკვების დაგემოვნება გსურთ, ბევრი არ უნდა იფიქროთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ტაილანდის ქუჩის საკვებს გასტრონომიის „ოსკარი“ – მიშლენის ვარსკვლავი აქვს მიღებული.

2. ვალეტა, მალტა

ვალეტას მოსანახულებლად მხოლოდ ის მიზეზიც კმარა, რომ ის წელს ევროპის კულტურული დედაქალაქიის სტატუსს ატარებს. მე-16 საუკუნეში დაარსებული დასახლება დღემდე არაჩვეულებრივადაა შემონახული. 320 მთით გარშემორტყმული პატარა ქვეყანა იუნესკოს სიაში მოხვედრილ კულტურულ ძეგლთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

3. სევილია, ესპანეთი

ანდალუსიის რეგიონის დედაქალაქი უნიკალური კულტურის მაძიებელთათვის საუკეთესო დანიშნულებაა. სევილიას ღირსებათა შორის აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილები ტრამვაიმ ან ველოსიპედებმა ჩაანაცვლეს. სუნთქვისშემკვრელი არქიტექტურა, მუზეუმები თუ გალერეები გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გამოცემა „The Lonely Planet”-მა სევილია 2018 წლის ნომერ პირველ ქალაქად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ანდალუსია წელს ევროპულ კინოფესტივალსაც უმასპინძლებს.

4. სიჩუანი, ჩინეთი

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეგიონი ცნობილი ცხარე სანელებლებით გახდა. უნიკალური დანამატები სიჩუანურ კერძებს მართლაც განუმეორებელ გემოს ანიჭებს. რეგიონში ასევე რამდენიმე ნაციონალური პარკისა და ცხოველთა სამყაროს ნახვაცაა შესაძლებელი. ვიზიტორებს ტრადიციული ჩინური ოპერის ყურება და პანდების მოფერებაც შეუძლიათ.

5. თბილისი

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დანიშნულება ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ქალაქი ვიზიტორებს უძველეს ტაძრებს, ავთენტურ ქუჩებს და უნიკალურ ღვინის მაღაზიებს უმზადებს. მთებში მოქცეული დედაქალაქის პანორამული ხედები კი მისი მონახულების კიდევ ერთი მიზეზია. ძველი და ახალი სტილების შერწყმით შექმნილი თბილისი დაფარული საგანძურია და აღმოჩენას ელოდება.

6. ნიუ-მექსიკო

ნიუ-მექსიკო ბიუჯეტური მოგზაურობისთვის საუკეთესო დანიშნულებაა. მიუხედავად ძალიან ხელმისაწვდომი ფასებისა, შტატი ტურისტებით განებივრებული ნამდვილად არ არის. უდაბნო, წითელი ქვები, ინდიელების სამფლობელო და ისტორიული დასახლებები – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ყველაფრის რასაც ნიუ-მექსიკო ტურისტებს სთავაზობს. ამერიკულ დანიშნულებას ყველაზე მეტად ალბათ მაინც ისტორიისა და ხელოვნების მოყვარულები დააფასებენ.

7. პორტუგალია

ყველაზე ცხელი დანიშნულება, რომელიც დღეს ისლანდიასა და ნორვეგიაზე უფრო პოპულარულიც კია. American Express-ის კვლევის მიხედვით, 2018 წელს პორტუგალიის მიმართულებით დაგეგმილ ტურთა რაოდენობა მთელი 86%-ითაა გაზრდილი. ულამაზესი სანაპიროები, ფერადი ქუჩები თუ უძველესი ციხე-კოშკები – ქვეყანა ვიზიტორებს მართლაც ბევრ საინტერესოს სთავაზობს. უგემრიელესი ზღვის პროდუქტი და მეგობრული ადგილობრივები კი მას მართლაც იდეალურ ადგილად აქცევენ.

8. ჩიკაგო, ილინოისი

„რესტორნების ქალაქად“ აღიარებული ქარიანი ქალაქი გურმანთა შეკრების ადგილია. ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო რესტორნებს აერთიანებს და სასურველ კერძს იქ ყველა ვიზიტორი იპოვის. ცოტა ხნის წინ ჩიკაგოში ნუტელას კაფეც გაიხსნა და ტკბილეულის მოყვარულებს ილინოისის მოსანახულებლად კიდევ ერთი მიზეზი მიეცათ. თუმცა, ჩიკაგო ეს მხოლოდ საკვები არ არის და ის მრავალ პარკს, სანაპიროს, მუზეუმს და ათობით მუსიკალურ ფესტივალს მოიცავს.

9. ლა – პასი, ბოლივია

ლა-პასი ლათინური ამერიკის მდიდრული კულტურითაა ცნობილი. ქალაქი ბიუჯეტური მოგზაურობისთვის საუკეთესო დანიშნულებაა. ქუჩის კაფეები და ლამაზი პარკები კი მოგზაურებს მაქსიმალური რელაქსაციის საშუალებას მისცემენ. ისტორიის მოყვარულებისთვის კი ქალაქს ძველი ნაწილიც აქვს, სადაც ბევრი საინტერესო მონუმენტი თუ მუზეუმი მდებარეობს.

10. ბუენოს-აირესი, არგენტინა

არგენტინაში დოლარი 13,5%-ით გაუფასურდა, რაც იმას ნიშნავს რომ იქ დასვენება მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი. ლათინურ ამერიკული დანიშნულება საინტერესოა არქიტექტურით, ხელოვნებით, ცეცხლოვანი ხალხით, მგრძნობიარე ტანგოთი, ღვინითა და უგმერიელესი სამზარეულოთია ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები