LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ძალიან ემოციური ფილმი, რომელიც აუცილებლად აგატირებთ

  1. ზეცის შვილები

ფილმი და-ძმის ისტორიას გვიყვება. სიუჟეტის მიხედვით, ალის სახელოსნოდან ფეხსაცმელი გამოაქვს და გზაში კარგავს. არადა ეს მისი დის ერთადერთი ფეხსაცმელია, მამას კი ახლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. ბავშვები ფეხსაცმლის რიგ-რიოგობთ ჩაცმას იწყებენ. ერთის მხრივ ძმამ სკოლაში დროულად მისვლა უნდა მოასწროს, ხოლო დამ სახლამდე მთელი გზა ირბინოს. ალი გადაწყვეტს სკოლის შეჯიბრში მიიღოს მოანაწილეობა, სადაც გამარჯვებულს პრიზად სპორტული ფეხსაცმელი ერგება. შეჯიბრის შედეგი კი მოულოდნელი აღმოჩნდება. ამ ირანულ ფილმს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული.

  1. ბედნიერების კვალდაკვალ

ფილმის გმირი კრის გარდნერი, რომლის როლსაც უილ სმიტი ასრულებს, მარტოხლე მამაა. ის ყველანაირად ცდილობს, რომ მის 5 წლის ვაჟს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს. მცირე ხელფასით მას არ შეუძლია ბინის ქირა იხადოს და ამის გამო მამა-შვილი ქუჩაში აღმოჩნდება.

  1. ნეტავ

ფილმი სამანტასა და იანის რომანის ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება. სამანტა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, იანს საშუალება ექნებოდა საყვარელი ქალი გადაერჩინა. კინოსურათში მთავარ როლს ჯენიფერ ლავ ჰიუიტი ასრულებს.

  1. გახსოვდეს კვირა

ფილმი მარტოხელა მიმტანი გოგონას, მოლისა და საიუვილერო მაღაზიის კონსულტანტის, გასის სიყვარულის ისტორიას გვიყვება. მოლი მიიჩნევს, რომ იდეალურ მამაკაცს ხვდება, რომელიც დღითიდღე უფრო გამოუცნობი ხდება. სინამვილეში გასი თავის ტვინის ანევრიზმით იტანჯება, რომელმაც მეხსიერების სრული დაკარგვა გამოიწვია. მისთვის ყოველი ახალი დღე თავიდან იწყება. მოლის კი ყოველდღე ახლიდან უწევს გასის სიყვარულის მოპოვება.

  1. გზა სახლისკენ

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, 7 წლის გათამამებულ ბიჭს დროებით საცხოვრებლად  ქალაქგარეთ ბებიასთან უშვებენ. ერთი შეხედვით, ეს კარგი შანსია ქცევის პრობლემების მქონე ბავშვისთვის მეტად გამოავლინოს საკუთარია აგრესია. თუმცა რეალური სიყვარული და თანადგომა მას სწორედ იქ ელოდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ელის. ეს სულისშემძვრელი ისტორია ბებიისა და შვილიშვილის საოცარ სიყვარულზე ყველამ უნდა ნახოს.

  1. კარგი ბავშვები არ ტირიან

ფილმი თინეიჯერი გოგონას, აკის ისტორიას გვიყვება, რომელსაც საოცრად უყვარს მეგობრები, აქტიური ცხოვრება, სპორტი. ერთ მშვენიერ დღეს მას ლეიკემიის დიაგნოზს უსვამენ. ახლა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაეხმაროს მთავარ გმირს ვერაგი დაავადების დამარცხებაში.

  1. ვარსკვლავები ცაზე

ფილმი 8 წლის ბიჭის ისტორიას გვიყვება, რომელიც განსხვავდება თავისი თანატოლებისგან. მას შემდეგ რაც ის სკოლაში მესამე გამოცდასაც ჩააგდებს, მამა მას სკოლა-ინტერნატში აგზავნის, სადაც ბიჭი მარტოობაში საკუთარი თავის დადანაშაულებას იწყებს. მოულოდნელად მის ცხოვრებაში ხატვის მასწავლებელი ჩნდება, რომელიც გადაწყვეტს, სამუდამოდ შეცვალოს მთავარი გმირის ცხოვრება.

  1. კარი კარში

ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული და ცერებრალური დამბლით დაავადებული ბილ პორტერის ისტორიას გვიყვება. კინოსურათში მოვლენები 1955 წლიდან იწყება და ისტორიას დღევანდელ დღემდე მოვყავართ. ფილმი იმაზე, როგორ შეძლო მოსიყვარულე დედამ შვილის ფეხზე დაყენება, ამ სიტყვის ყველა  მნიშვნელობით.

  1. წერილი ღმერთს

ფილმი პატარა ბიჭის, ტაილერ დოერტის ისტორიას გვიყვება, რომელიც მძიმედაა ავად და განკურნებისთვის ყოველდღე დახმარებას ღმერთს სთხოვს. მთავარი გმირი ყოველდღე წერს წერილს და ფოსტალიონს ატანს. ეს უკანასკნელი კი ბიჭის ისტორიას კითხულობს და გადაწყვეტს რადიკალურად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

  1. PS მე შენ მიყვარხარ

ჰოლის ცხოვრება ერთი მამაკაცის სიყვარულზე იყო აგებული. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი ჰოლი ცხოვრების აზრს კარგავს. მოულოდნელად მასთან ანონიმური წერილები მიდის, სადაც წერია კონკრეტული რჩევები, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება საყვარელი მამაკაცის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები