LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ემოციური ფილმი, რომელიც ქალბატონებს საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს

აირისი / Iris

ფილმი მე-20 საუკუნის ყველაზე გამორჩეული მწერლის, აირის მერდოკის ისტორიას გვიყვება. კინოსურათი მწერლის მეუღლის მემუარების მიხედვითაა შექმნილი. სიუჟეტში გადმოცემულია აირისის საოცრად ემოციური ისტორია და მისი უდიდესი ტკივილი, ალცგეიმერის დაავადება, რომელმაც მთავარი გმირი შემოქმედებითად გაანადგურა. ფილმში მთავარ როლებს ქეით უინსლეტი და ჯუდი დენჩი ასრულებენ.

ირენ სენდლერის მამაცი გული / The Courageous Heart of Irena Sendler

ვარშავის გეტოში მომუშავე ირენ სენდლერის ისტორია, რომელმაც უდიდესი ძალისხმევის ფასად 2 500 ბავშვი გადაარჩინა. ესა არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ქალის ისტორია. ფილმში მთავაარ როლს ანა პექუინი ასრულებს.

სერაფინა სანლისიდან / Séraphine

სიუჟეტის მიხედვით, ცნობილი კოლექციონერი, ვილჰელმ ხუნდე პატარა ქალქ სანლისში გადადის საცხოვრებლად და ადგილობრივ გუვერნანტს დაიქირავებს. მისი არჩევანი 48 წლის სერაფინა ლუიზე შეჩერდება, რომელსაც მთელი ქალაქი დასცინის. ერთ მშვენიერ დღეს კოლექციონერი აღმოაჩენს, რომ სერაფინა ფანტასტიკურად ხატავს. ასე იწყება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის ისტორია.

აირისი / Iris

კიდევ ერთი ფილმი აირისზე. ამჯერად სიუჟეტის ცენტრშია მოდის ლეგენდა, აირის აპფელი. საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მან ამერიკის 9 პირველი ლედისთვის შექმნა სამოსი, ამჯერად კი კოსმეტიკური ფირმის სარეკლამოს სახეა. დოკუმენტური ფილმი აირის აპფელზე ულამაზესი სამოსითა და დეკორაციებით გაგაოცებთ.

ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი / Florence Foster Jenkins

მდიდარი ქალბატონის, ფლორენს ფოსტერ ჯენკინსის ისტორია, რომელიც ოპერის მომღერლად ასაღებს თავს, თუმცა მისი ხმა შორსაა იდეალურისგან. ხალხი მის მუსიკაზე იცინის, თუმცა ეს ფილმის მთავარ გმირს არ უშლის ხელს მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს. მერილ სტრიპისა და ჰიუ გრანტის ფანტასტიკური თამაში კინოსურათს უფრო საინტერესოს ხდის.

დედოფალი კატვედან / Queen of Katwe

ფილმი ახალგაზრდა გოგონას, ფიონას ისტორიას გვიყვება, რომელიც უკიდურესი გაჭირვებიდან უდიდეს გზას გადის და მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ხდება. ფილმში მთავარ როლს ლუპიტა ნიონგო ასრულებს.

დამალული ფიგურები / Hidden Figures

ფილმი სამი შავკანიანი მათემატიკოსი ქალის ისტორიას გვიყვება, რომლებსაც ტარაჯი პი ჰენსონი, ჟანელ მონე და ოქტავია სპენსერი განასახიერებენ. ფილმში მოვლენები 60-იან წლებში ვითარდება, როცა რასობრივი დისკრიმინაციის თემა აქტუალური იყო.  ქალბატონებს „ნასას“ სამეცნიერო პროგრამაში ჩასართავად უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ.

მისტერ ბენქსის გადასარჩენად / Saving Mr. Banks

სიუჟეტის ცენტრშია ლეგენდარული უოლთ დისნეი, რომელიც თავის ქალიშვილებს ჰპირდება, რომ გადაიღებს ფილმს მერი პოპინსის შესახებ. იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მერი პოპინსის შესახებ შექმნილი წიგნის ავტორი, პამელა ტრევერსი. როგორ დასრულდება უოლთ დინეის მცდელობა გადაარწმუნოს წიგნის ავტორი, ამას მაყურებელი ფილმიდან შეიტყობს. კინოსურათში მთავარ როლებს ტომ ჰენქსი, ემა უოთსონი და კოლინ ფარელი ასრულებენ.

დიდი თვალები / Big Eyes

ფილმი 60-იან წლებში მოღვაწე მხატვრის, უოლტერ ქინგის ისტორიას გვიყვება, რომელიც ხატავს ბავშვებს დიდი თვალებით. მხატვრის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და მას უკვე ყველა იცნობს. ერთ მშვენიერ დღეს კი, ქინგის ყოფილი ცოლი აცხადებს, რომ ყველა ნახატი მის მიერაა შექმნილი. კინოსურათში მთავარ როლებს ემი ადამსი და კრისტოფ ვოლთსი ასრულებენ.

დაუვიწყარი მომენტები / Maria Larssons eviga ögonblick

ფილმში მოვლენები 70-იან წლებში ვითარდება. კინოსურათი შვედი ქალბატონის ისტორიას გვიყვება, რომელიც 7 შვილს ზრდის და ფოტოხელოვნებითაა გატაცებული. მართალია მარია ლარსონის სახელს ცნობილი ფოტოგრაფების სიაში ვერ შეხვდებით, მაგრამ ეს ისტორია გამოგონილი არაა. ქალბატონის ნიჭის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა ქალიშვილებმა სახლის სარდაფში ფოტოების უდიდესი კოლექცია აღმოაჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები