LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ემოციური ფილმი, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ

1302

ჩვენ შევარჩიეთ 10 ემოციური კინოსურათი, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ. მაშ ასე, ფილმები, რომლებმაც დროს გაუძლეს და ფილმები, რომლებიც ხალხმა უკვე შეიყვარა. ოსკაროსანი სურათები, რომლებმაც მაყურებლის გულში შეღწევა შეძლეს.

მანჩესტერი ზღვასთან / Manchester by the Sea

სიუჟეტის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირი ლუი იგებს, რომ მისი ძმა გარდაიცვალა და ის 16 წლის ძმისშვილის მეურვე ხდება. მთავარ გმირს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, წარსულის გახსენება და უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. კინოსურათმა ქეისი აფლეკს „ოსკარი“ მოუტანა. ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ორიგინალური სცენარის ნომინაციაშიც მიიღო.

ლოგანი / Logan

მიუხედავად იმისა, რომ ესაა მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, კინოსურათი განსხვავდება ამ ჟანრის სხვა ფილმებისგან. ფილმი ადამიანური ისტორიებითა და ემოციებითაა სავსე.  მასში მთავარ როლს ჰიუ ჯეკმანი ასრულებს.

მთვარის შუქი / Moonlight

ფილმის მთავარი გმირი აფროამერიკელია, რომელიც მაიამიში გაიზარდა. კინოსურათში მთავარი გმირის ცხოვრების სამი ეტაპია აღწერილი. ცხოვრების უმძიმესი გამოცდა, რასობრივი და სექსუალური დისკრიმინაცია, პრობლემები ოჯახში და მრავალი სხვა. „ოკარის“ მფლობელი ეს კინოსურათი, სადაც მთავარ როლს მაჰერშალა ალი ასრულებს, უდაოდ აგატირებთ.

დედა / Ma ma

ამ ფილმს ცხოვრების ჰიმნსაც უწოდებენ. მასში პენელოპა კრუსი ახალგაზრდა დედის და ნიჭიერი მასწავლებლის როლში გვევლინება, რომელიც აღმოაჩენს, რომ უმძიმესი დიაგნოზი აქვს. როგორ შეიცვლება მთავარი გმირის ცხოვრება, ამას მაყურებელი კინოფილმიდან შეიტყობს.

ბაბილონი / Babel

ფილმის მთავარი გმირები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან, რომლებსაც რეალურად ბევრი რამ აქვთ საერთო. ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმში მთავარ როლებს ბრენდ პიტი და ქეით ბლანშეტი ასრულებენ.

მამაცი გული / Braveheart

შოტლანდიის ნაციონალური გმირის ისტორია მაყურებელმა უკვე ზეპირად იცის. საკუთარი ხალხის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანის საოცრად ემოციურ ისტორიას ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში აუცილებლად უნდა უყუროთ. მელ გიბსონისა და სოფი მარსოს მიერ შექმნილი პერსონაჟები თავს დიდი ხნის მანძილე დაგამახსოვრებთ.

200 წლის ადამიანი / Bicentennial Man

ფანტასტიკური ჟანრის ფილმი რობოტზე, რომელსაც ოჯახი შეიძენს. დროდადრო გაირკვევა, რომ ენდრიუ არაა ჩვეულებრივი რობოტი და საოჯახო საქმეების შესრულების გარდა მას უამრავი სხვა დანიშნულებაც აქვს. ფილმში მთავარ როლს რობინ უილიამსი ასრულებს.

 

მიუნხენი / Munich

მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ისრაელის მთავრობა საგანგებო სპეცოპერაციას ამზადებს. მთავრობის ინიციატივით იქმნება სპეციალური გუნდი, რომელსაც ებრაელი ოლიმპიელების სიკვდილში დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა მოუწევთ. საოცრად ემოციური ისტორია ადამიანებზე, რომელსაც ქვეყნის ინტერესებისთვის საკუთარი პრინციპების დათმობა უწევთ. კინოსურათში მთავარ როლს ერიკ ბანა სრულებს.

 

კავშირი არ არის / Disconnect

ამბავი თანამედროვე ადამიანების ჯგუფზე, რომლებიც ცდილობენ მოაგვარონ ურთიერთობები თანამედროვე ტექნიკის სამყაროში.

პიანისტი / The Pianist

პოლონელი პიანისტის, ვლადისლავ შპილმანის ცხოვრების მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელმაც ედრიან ბროუდის ოსკარი მოუტანა. კრიტიკოსების შეფასებით ესაა ფილმი, რომელიც ყველამ ერთხელ მაინც უნდა უყუროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები