LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ესპანური დეტექტიური ფილმი, რომლის სიუჟეტმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა

უხილავი სტუმარი / Contratiempo

ახალგაზრდა ესპანელი რეჟისორის ორიოლ პაულოს სცენარის მიხედვით შექმნილი ძალიან საინტერესო დეტექტივი ახალგაზრდა ბიზნესმენზე მოგვითხრობს, რომელსაც საყვარელი ქალის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. მთავარი გმირი დახმარებისთვის სუკეთესო ადვოკატს მიმართავს, რომლის ამოცანაა ბიზნესმენის უდანაშაულობა დაამტკიცოს. სიუჟეტის მოულოდნელი განვითარება, დაძაბული ეპიზოდები და მსახიობთა საოცარი თამაში მთელი ფილმის მანძილზე ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ.

სხეული / El Cuerpo

მდიდარი და ამბიციური ქალის საიდუმლოებით მოცული მკვლელობის ისტორია, რომელსაც ცნობილი დეტექტივი იძიებს. გამოძიების კვალი გარდაცვლილის  მეუღლემდე მიდის, ხოლო საქმეს მოკლული ქალის გაუჩინარებული სხეული ამძიმებს. რეალურად ვინაა დამნაშავე ახალგაზრდა ქალის სიკვდილში, რა კავშირი აქვს ამ ისტორიასთან მის მეუღლესა და საყვარელს. ფილმის დასრულებამდე მაყურებელს ნამდვილად გაუძნელდება რეალური დამნაშავის პოვნა.

ხულიას თვალები / Los ojos de Julia 

კინოსურათის მთავარი გმირია ყოფილი ასტრონომი ხულია, რომელსაც მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს. მოულოდნელად მთავარი გმირის ტყუპისცალს, ასევე მხედველობის პრობლემის მქონე სარას გარდაცვლილს პოულობენ. ხულია დარწმუნებულია, რომ დას თავი არ მოუკლავს და საქმე სასტიკ მკვლელობას ეხება. ქალი გადაწყვეტს, თავად გაარკვიოს სიმართლე და გახსნას დის მკვლელობა. კინოსურათში მთავარ როლს ცნობილი ესპანელი მსახიობი ბელენ რუედა ასრულებს.

ბნელი მხარე /  La cara oculta

ფილმის მთავარი გმირი ფაბიანა კაფეში ახალგაზრდა და წარმატებულ დირიჟორს გაიცნობს, რომელიც თავის ყოფილ შეყვარებულთან დაშორებას განიცდის. წყვილს შორის მალე სასიყვარულო ურთიერთობა იწყება და გოგონა ახალ ბოიფრენდთან საცხოვრებლად გადადის. ძალიან მალე ფაბიანა აღმოაჩენს, რომ დირიჟორის უზარმაზარ სახლში უცნაური მოვლენები ხდება. იმ ფონზე, როცა პოლიცია დირიჟორის ყოფილი შეყვარებულის გაუჩინარებას იძიებს, ფაბიანას დიდი საიდუმლოს გაგება მოუწევს.

სავსე მთვარე / Luna, el misterio de Calenda 

კიდევ ერთი მისტიკური მინი სერიალი ბელენ რუედას მონაწილეობით. სიუჟეტის ცენტრში მოსამართლე და მისი ქალიშვილი არიან, რომლებიც საცხოვრებლად პატარა ქალაქში გადადიან. სწორედ ამ ქალაქში საიდუმლოებით მოცული მოვლენების სერია იწყება.

დაკარგული ბიჭი / Secuestro 

ცნობილი ადვოკატის ცხოვრება კოშმარად იქცევა მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი სკოლიდან არ ბრუნდება. რამდენიმე საათში ბავშვი სახლში ნაცემი ბრუნდება და ამბობს, რომ მისი გატაცება სურდათ. ეჭვმიტანილს მალევე იჭერენ, თუმცა სამხილის არ არსებობის გამო ათავისუფლებენ. ცნობილი ადვოკატი გადაწყვეტს, თავად გამოიძიოს ეს საქმე.

დანაშაული / la Culpa

ფილმის მთავარი გმირი პროფესიით გინეკოლოგია, რომელიც სახლში კერძო კლინიკის გახსნას გადაწყვეტს. დამხმარედ ის საკუთარ მეგობარ მედდას ეპატიჟება, რომელიც შვილთან ერთად საცხოვრებლად მთავარ გმირთან გადმოდის. მალევე ირკვევა, რომ ფილმის მთვარი პერსონაჟი არა მხოლოდ მშობიარეებს იღებს, არამედ აბორტებსაც აკეთებს, ხოლო მის სახლში უცნაური მოვლენები ხდება.

ვიცი ვინ ხარ შენ / Sé quién eres

უნივერსიტეტის პროფესორი ავტოავარიის შემდეგ გონს მოდის, თუმცა არაფერი ახსოვს. მანქანაში მხოლოდ სისხლიანი კვალი და მობილური ტელეფონია, რომელიც მას არ ეკუთვნის. ადვოკატმა უნდ გაიხსენოს ყველფერი და დაამტკიცოს, რომ საერთო არაფერი აქვს გოგონას გაუჩინარებასთან, რომელიც მას ბრალდება.

ღრმა ძილი /Mientras duermes

ამ ფილმის მთავარი გმირი ბარსელონაში ერთ-ერთი სახლის დარაჯია, რომელმაც ყველას შესახებ ყვლაფერი იცის. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსში მცხოვრებნი მთავარ გმირს ყურადღებას არასოდეს აქცევენ, თავად დარაჯს არასოდეს სძინავს.

მეშვიდე სართული / SÉPTIMO

ფილმის მთავარი გმირი წარმატებული ადვოკატია, რომელსაც საოცრად უყვარს თავისი ოჯახი. მამა ბავშვებთან ხშირად თამაშობს ერთი და იგივე თამაშს, კიბეებიდან ლიფტამდე. ერთ მშვენიერ დღეს ბავშვები უჩინარდებიან. ამ მომენტიდან მშობლების ცხოვრება ნამდვილ კოშმარს ემსგავსება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები