LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფანტასტიკური ფილმი, რომელსაც დატვირთული დღის მერე უნდა ჩაუჯდეთ

539

იმისთვის, რომ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ საინტერესო ფილმის ძიებაში დრო არ დაკარგოთ, გადავწყვიტეთ,  საუკეთესო ფილმებს მოვუყაროთ თავი. ამ ათეულში თქვენ შეხვდებით ფილმებს სასურველი ჟანრისა და სტილის მიხედვით. მაშ ასე, რას ვუყუროთ გადატვირთული და დაძაბული დღის მიწურულს:

 

იქ, სადაც გულია / Where the Heart Is

17 წლის ორსული გოგონას ძალიან ემოციური ისტორია, რომელიც თავის გულუბრყვილობის გამო ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. ნატალი პორტმანის გმირს უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუხდება, სანამ ნამდვილ ბედნიერებას იპოვის. ესაა ფილმი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ღირებულებების შენარჩუნება ყველა სიტუაციაში და რამდენად მნიშვნელოვანია, არ დაკარგო იმედი.

ნიუ-ორკის ტაქსი / Taxi

ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის მეგობრობის  ისტორია. ერთი მათგანი ტაქსისტია, ხოლო მეორე გამოცდილი პოლიციელი. ქუინ ლატიფასა და ჯიმი ფელონის გმირებს მოულოდნელად დანაშაულებრივი დაჯგუფების წინაღმდეგ გაერთიანება უწევთ.

ცამეტიდან ოცდაათამდე  / 13 Going on 30

13 წლის გოგონას ისტორია, რომელიც დაბადების დღეზე ჩაიფიქრებს უცნაურ სურვილს, გახდეს 30 წლის. ამ განსაკუთრებულ დღეს მას ეს სურვილი უსრულდება და ჯენიფერ გარნერის გმირს ღირებულებების თავიდან გადაფასება უწევს.

ბრუკლინი / Brooklyn

ახალგაზრდა ირლანდიელი გოგონას ისტორია, რომელიც საკუთარი სახლის მიტოვებასა და ამერიკაში გამგზავრებას გადაწყვეტს. სარშა რონანის გმირისთვის ამერიკა ნამდვილი გამოწვევების ქვეყანა აღმოჩნდება და ის უდიდესი გადაწყვეტილების წინაშე დგას. დაბრუნდეს იქ, სადაც ელოდებიან, თუ – დაიწყოს ყველაფერი თავიდან.

როგორ გავყვე მილიარდერს / Chalet Girl

გოგონას ისტორია, რომელიც სათხილამურო კურორტზე სამუშაოდ მიემგზავრება. მოულოდნელად ის აღმოაჩენს, რომ სნოუბორდზეა შეყვარებული და კარგად სრიალებს. მალევე ფელისიტი ჯონსის გმირის ცხოვრებაში თავმბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია იწყება.

მარტივი სირთულეები / It’s Complicated

ფანტასტიკური ფილმი ალეკ ბოლდუინისა და მერილ სტრიპის მონაწილეობით. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ყოფილი მეუღლეები მოულოდნელი უსიამოვნებების წინაშე აღმოაჩნდებიან, რადგან ერთ მშვენიერ დღეს მათი რომანი თავიდან იწყება. მამაკაცი უკვე მეორედაა დაქორწინებული და ქალსაც ახალი რომანი აქვს, თუმცა სიყვარულს საზღვრები არ აქვს.

ადელაინის ასაკი / The Age of Adaline

ამ ფილმში ბლეიკ ლავილის გმირს აქვს ყველაფერი, რაზეც ქალები ოცნებობენ. ის 20-იან წლებში დაიბადა, თუმცა 100 წელია ცოცხლობს და უბერებელია. ამის მიუხედავად, მთავარმა გმირმა მაინც ვერ მოახერხა ნამდვილი სიყვრულის პოვნა.

ფრანგული მოწყენილობა / Suite française

ფილმი გადაღებულია ირენ ნემიროვსკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით და გვიყვება დაქორწინებულ გოგონაზე, რომელსაც მოულოდნელად გერმანელი ჯარისკაცი შეუყვარდება.

რეალური გოგონები / Material Girls

ესაა რომანტიკული მელოდრამა დების ისტორიაზე, რომლებსაც მამის გარდაცვალების შემდეგ უდიდესი მემკვიდრეობა რჩებათ. ერთმა სკანდალმა კი შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს მათი ცხოვრება. სურათში მთავარ როლებს ჰილარი დაფი და ანჯელიკა ჰიუსტონი ასრულებენ.

დანიელი გოგონა / The Danish Girl

ოსკარზე ნომინირებული ეს ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული და დანიელი მხატვრის ისტორიას გვიყვება. ედი რედმეინის გმირი გრძნობს, რომ ნამდვილი ბედნიერებისთვის რაღაც აკლია და ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა მეუღლის თხოვნით ის ქალი მოდელის ამპლუაში პოზირებას დათანხმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები