LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი ძლიერი ქალებისთვის, რომლებიც ვალენტინობას მარტო ხვდებიან

2251

ფილმები ძლიერ ქალებზე, რომლებმაც ცხოვრებაში უამრავი სირთულე გადალახეს. ეს ფილმები იმ ქალებატონებისთვისაა, რომლებსაც ვალენტინობის დღესასწაულზე მარტო ყოფნა ურჩევნიათ.

 

მკერავი ქალი

ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც წლების შემდეგ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც მას არავინ ელის. ქეით უინსლეტის გმირს წარსულში მკვლელობაში დასდეს ბრალი და ახლა ის იბრძვის, რათა ყველას დაუმტკიცოს სიმართლე. საკუთარი პროფესიით ფილმის გმირი ცდილობს დაკარგული რეპუტაციის აღდგენას, თუმცა ძველი საიდუმლო ისევ ფსკერიდან ამოდის.

ოთახი

გასული წლის ყველაზე ემოციური ფილმი გოგონას ისტორიას გვიყვება, რომელიც 17 წლის ასაკში მოიტაცეს. მას შემდეგ ფილმის გმირის ცხოვრება ერთ ოთახში გრძელდება, სადაც ტყვეობაში მყოფი ქალი შვილს ზრდის. 5 წლიანი ტყვეობის შემდეგ ქალი გაქცევას შეძლებს და ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ცდილობს. სურათში მთავარ როლს ბრი ლარსონი ასრულებს, რომელსაც ამ ფილმმა „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ მოუტანა.

კვლავ ელისი

ამ ფილმმა ჯულიანა მურს „ოსკარი“ მოუტანა. კინოსურათი 50 წლის წარმატებული ქალის ისტორიას გვიყვება, რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი აქვს, საყვარელი ოჯახი და წარმატებული კარიერა. მოულოდნელად ელისს ალცგეიმერის დიაგნოზსს დაუსვამენ და ქალის ცხოვრება თავდაყირა დგება.

მოსამსახურე

ფილმში მოვლენები 60-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. იუჯინა ფილანი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და მწერლის კარიერაზე ოცნებობს. მოულოდნელად ის აღმოაჩნეს, რომ მსახური ქალი მისი სახლიდან წავიდა. მიზეზების ძიებაში გოგონა რასობრივი დისკრიმინაციის წარმოუდგენელ ფაქტებს აწყდება. ფილმში მთავარ როლებს ემა სთოუნი და ვიოლა დევისი ასრულებენ.

ქალი ოქროსფერში

ჰელენ მირენისა და რაიან რეინოლდსის ფანტასტიური დუეტი. ფილმი ფერდინანდ ბლოხ-ბაუერის ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა ყველაფერი წაართვეს, მათ შორის სურათების უნიკალური კოლექცია. წლების შემდეგ ფერდინანდის ერთადერთი მემკვიდრე ცდილობს დაკარგული საგანძურის დაბრუნებას და ამაში მას ახალგაზრდა იურისტი ეხმარება.

ახალგარზდა ვიქტორია

დედოფალ ვიქტორიას ისტორია, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ტახტზე 63 წლის მანძილზე იმყოფებოდა. უამრავი რეფორმის, გამოწვევებისა და პოლიტიკური ინტრიგების მიუხედავად, ვიქტორიამ მოახერხა ის, რაც ყველა მონარქისთვის დიდი ფუფუნებაა. მან სიყვარულით დაქორწინება შეძლო. ფილმში მთავარ როლს ემილი ბლანტი ასრულებს.

ველური

შერილ სტრეიდი მძიმე განქორწინების პროცესისა და დედის გარდაცვალების შემდეგ მოგზაურობას გადაწყვეტს. რიზ უიზერსფუნის გმირი ცდილობს ფეხით გადალახოს ურთულესი მარშრუტი, სადაც მას დიდი თავგადასავლები ელის. ამ როლით უიზერსფუნი კიდევ ერთხელ იყო წარდგენილი ოსკარზე.

დედა და შვილი

ეს არის საოცრად ემოციური ფილმი 3 ერთმანეთისგან განსხვავებული ქალის ისტორიით. 50 წლის მარტოხელა ქალის, წარმატებული ადვოკატისა და კონდიტერის ისტორია, რომლებსაც თითქოს არაფერი აერთიანებთ. ერთმა შვილი წლების წინ მიატოვა, მეორე დაორსულებას ვერ გეგმავს, ხოლო მესამე, წლებია უშვილობას ებრძვის. ფილმში მთავარ როლებს ანეტ ბენინგი, ნაომი უოთსი და კერი ვაშინგტონი ასრულებენ.

სკანდალური დღიური

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ხელოვნების პედაგოგი მუშაობას ახალ სკოლაში იწყებს, სადაც ის მოხუც მასწავლებელს უმეგობრდება. ისტორია მაშინ იცვლება, როცა ხანშიშესული მასწავლებელი იგებს, რომ ახალგაზრდა პედაგოგს 15 წლის მოსწავლესთან აქვს რომანი. ფილმში მთავარ როლებს ჯუდი დენჩი და ქეით ბლანშეტი ასრულებენ.

ჩემპიონი

დედის გარდაცვალების შემდეგ პენი ტვიდი იგებს, რომ ოჯახის საკუთრებაში არსებული ფერმა შესაძლოა გაკოტრდეს. ქალი გადაწყვეტს დროებით დატოვოს ოჯახი და საცხოვრებლად ფერმაში გადავიდეს. სწორედ აქ დაიან ლეინის გმირი გაიცნობს ცხენს, რომელსაც სახელად სეკრეტარიატი ქვია. ის პირველი ცხენია 25 წლის მანძილზე, რომელმაც სამმაგი გვირგვინის მოპოვება შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები