LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი, რომელიც ინტელექტუალებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს

ფილმები

მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში უამრავი ფილმია, რომელიც ინტელექტუალებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

„ფორტუნა“ გთავაზობთ 10 კინოსურათს უახლოესი წარსულიდან, რომელიც საინტერესო სიუჟეტით, რთული დიალოგებითა და დამაფიქრებელი იდეებით გამოირჩევა.

იმიტაციის თამაში / The Imitation Game

ბრიტანელი მათემატიკოსის ალან ტიურინგის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს Enigma-ს კოდის გატეხას ცდილობს. ამ ადამიანის ცხოვრების ისტორია აუცილებლად განგაწყობთ ემოციურ ტალღაზე და ფილმის დასრულებამდე უამრავ კითხვას გააჩენს. ესა არის ფილმი ინტელექტუალ ადამიანზე, რომლის შესაძლებლობებიც უსაზღვროა. კინოსურათში მთავარ როლს ბენედიქტ კამბერბეტჩი ასრულებს.

გოგონა მატარებელში / The Girl on the Train

ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი ახალგაზრდა ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც ყოველდღე მატარებლით ერთი და იგივე გზას გადის. მატარებლის ფანჯრებიდან ის ყოველდღე ხედავს ბედნიერ წყვილს, რომელთა ოჯახური დრამაც ხდება მთავარი გმირის ისტორიის ნაწილი. საბოლოოდ ემილი ბლანტის გმირს მატარებლიდან დანახული დანაშაულის გამოძიება მოუწევს.

ტყუილის ილუზია / Now You See Me

მსოფლიოს საუკეთესო ილუზიონისტების ისტორია, რომლებიც  დანაშაულს წარმოდგენების დროს ჩადიან. პოლიციას კი ბოლომდე უჭირს იმის გააზრება, რა ხდება რეალურად.

მოსამართლე / The Judge

ფილმი ახალგაზრდა ადვოკატის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დედის გარდაცვალების გამო მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და იგებს, რომ მისი მამა, რომელიც ამავე დროს მოსამართლეა, დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ფილმის მთავარი გმირი გადაწყვეტს, უკეთ გაიცნოს საქმის არსი და მეტი გაიგოს ნათესავებზე, რომლებთანაც დიდი ხანია არაფერი აკავშირებდა.

მძევლები / Prisoners

მამაკაცის ისტორია, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი 6 წლის გოგონა მეგობართან ერთად გაუჩინარდა. ფილმის გმირს უწევს კვალდაკვალ მიჰყვეს ყველა დეტალს, რათა დაკარგული გოგონების კვალს მიაგნოს. ფილმში მთავარ როლებს ჰიუ ჯეკმანი და ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებენ.

მის პერეგრინის უცნაური ბავშვების სახლი / Miss Peregrine’s Home for Peculiar Children

16 წლის ჯეიკობის ისტორია, რომელმაც ბაბუისგან შეიტყო მის პერიგრინის სახლის არსებობის შესახებ. მთავარმა გმირმა მხოლოდ მონაყოლით იცის, რომ ამ სახლში ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები ცხოვრობენ. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ კი, ფილმის გმირი სწორედ ამ სახლში მიემგზავრება.

საუკეთესო წინადადება / La migliore offerta

აუქციონის სახლის დირექტორის ისტორია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს უცნობი ქალბატონისგან უცნაურ წინადადებას იღებს. მას სთხოვენ აუქციონზე გაიტანოს უძველესი ანტიკვარული ნივთი, რომელშიც დაკარგული მექანიზმის ნაწილი აღმოჩნდება. ფილმის გმირს მოუწევს გაარკვიოს, რა საიდუმლოს მალავს ეს ნივთი.

მისტერ ჰოლმსი / Mr. Holmes

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ლეგენდარული მისტერ ჰოლმსი პატარა ქალაქში ცხოვრობს და 30 წლის წინ მომხდარი ამბის გამოძიებას იწყებს.

ინფერნო  / Inferno

პროფესორ რობერტ ლენგდონის სათავგადასავლო ტრილოგიის მესამე ნაწილი. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, პროფესორი იტალიის ერთ-ერთ კლინიკაში იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მეხსიერება მთლიანად დაკარგა. მის დახმარებას ადგილობრივი ექიმი ცდილობს, საბოლოოდ კი საქმე დანაშაულებრივ სქემამდე მიდის.

გამოსასყიდი / The Accountant

გენიოსი მათემატიკოსის კრისტიან ვულფის ისტორია, რომელიც დანაშაულებრივ ორგანიზაციასთანაა შეკრული. მოულოდნელად მისი საქმიანობით სამართალდამცავები ინტერესდებიან და მთავარ გმირს ახალ გამოწვევებთან გამკლავება უწევს. კინოსურათში მთავარ როლს ბენ აფლეკი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები