LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი, რომელიც საყვარელ ადამიანთან დაშორებას გადაგატანინებთ

1605

საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ  განსაკუთრებულად მძიმე პერიოდი დგება. თითქმის ყველა  ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შორდება იმას, ვინც ძალიან უყვარს. ამდენად არაა გასაკვირი, რომ ეს ემოციური ისტორიები ინაცვლებს დიდ ეკრანზე, სადაც სარკესავით ირეკლება ჩვენი პირადი ცხოვრება. ჩვენ შევარჩიეთ 10 არაჩვეულებრივი კინოსურათი, რომელიც საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ უნდა ნახოთ და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ესაა ფილმები, რომლებიც სტრესის დაძლევაში და ცხოვრების ახლიდან დაწყებაში დაგეხმარებათ.

ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება

საყვარელი ადამიანების დაშორებაზე გადაღებული არაჩვეულებრივი მელოდრამა ქეით უინსლეიტისა და ჯიმ ქერის მონაწილეობით. ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორც ცდილობს ადამიანი თერაპიული მეთოდით წაშალოს მეხსიერება და დაივიწყოს საყვარელი ადამიანი. ასეთი მეთოდი მას გადარჩენის ერთადერთ შანსად ესახება, თუმცა აქაც არაა გამოსავალი. ფილმი გვასწავლის, რომ ჯობს შეეგუოთ რეალობას, დაიტოვოთ მხოლოდ საუკეთესო მოგონებები და დაიწყოთ ცხოვრება სუფთა ფურცელიდან. რაც უფრო მეტია მცდელობა გაექცე რეალობას, მით მეტია ტრამვირების რისკი.

 

სევდიანი ვალენტინი

ამ მელოდრამის სცენარი სპეციალურად შეიქმნა რაიან გოსლინგისა და მიშელ ულიამსისთვის. ფილმი ახალგაზრდა წყვილის კრიზისულ ურთიერთობაზე გვიყვება, რომელიც ფლეშბექით გვაბრუნებს ურთიერთობის საწყის ეტაპზე. რა არის სიყვარული და შესაძლოა თუ არა მისი შენარჩუნება. ფილმი სახელწოდებით „სევდიანი ვალტინი“ ამის გარკევვში დაგვეხმარება.

როუზების ომი

ეს გახლავთ უორენ ადლერის რომანის მიხედვით გადაღებული ტრაგიკომედია. ფილმში მთავარ როლებს მაიკლ დუგლასი, კეტრინ ტერნერი და დენი დევიტო ასრულებენ. 20 წლიანი ბედნიერი თანაცხორვრების შემდეგ ფილმის მთავარი გმირები დაშორებას გადაწყვეტენ. ფილმი გვასწავლის, როგორია თანაცხოვრება განქორწინების პერიოდში და როგორ დავაყენოთ ადამიანური ღირებულებები მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა.

შეპყრობილი

ანდრეი ჟულავსკის საშინელებათა ფილმი, რომელიც რეჟისორმა მეუღლესთან დაშორების შემდეგ გადაიღო. ფილმში მოვლენები დასავლეთ ბერლინში ვითარდება. მოულოდენლად ფილმის გმირი მარკი აღმოაჩენს, რომ მისი ცოლი სულ სხვა ადამიანად გარდაიქმნა. მარკი არკვევს, რომ საქმე კიდევ უფრო შორსაა წასული, ვიდრე ჩვეულებრივი სასიყვარულო ინტრიგა. დღითიდღე მეუღლეების ურთიერთობა სისხლიან კოშმარად გადაიქცევა.

სასიყვარულო განწყობა

ვონგ კარვაის ეს ფილმი კრიტიკოსებმა მსოფლიო კინოს შედევრად ცნეს. ფილმის გმირები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ქალს და მამაკაცს მეუღლეები ჰყავთ, რომლებიც მუდამ დაკავებულები არიან საქმეებით. მოულოდნელად ორივე აღმოაჩენს, რომ საყვარელი ადამიანები მათ ღალატობენ. ერთ ბედ ქვეშ მყოფ ადამიანებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა იწყება. ფილმი მოგვანიშნებს, რომ  დასასრულს აუცილებლად მოჰყვება დასაწყისი.

ერთად ბედნიერები

ეს საკმაოდ უცნაური ფილმი რეჟისორმა ვონგ კარვაიმ გადაიღო, ფილმი ერთი სქესის ადამიანთა სასიყვარულო ურთიერთობაზეა, რომლებიც გამუდმებით შორდებიან. ამ ფილმში რეჟისორი არასოდესდ ჩერდება ერთ ადგილზე, მუდამ ეძებს სიუჟეტის განვითარების ხაზსს და გვარწმუნებს, რომ სიყვარული ყოველთვის სავსეა დაბრკოლებებით.

 

ფანატი

სტივენ ფრირზის რომანტიკული კომედაში მთვარ როლს ჯონ კიუსაკი ასრულებს. ის მაღაზიის მფლობელია, რომელსაც საყვარელი გოგონა მიატოვებს. ამის შემდეგ მამაკაცის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. მთავარი გმირი ცდილობს, ჩაიხედოს თავის ცხოვრებაში და გაარკვიოს, რა გახდა მისი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი. სწორედ ეს შეცდომები, მათი გააზრება და გაანალიზება აძლევს მთავარ გმირ საშუალებას დაიწყოს ცხოვრება თავიდან. ფილმი გვასწავლის, რომ ყოველი დაშორება გვაძლევს შანსს დავინახოთ ჩვენი ცუდი მხარეები და დავიწყოთ ყველაფერი თავიდან.

ზაფხულის 500 დღე 

„ეს არა არის სასიყვარულო ისტორია, ესა არის ისტორია სიყვარულზე“- ასეთია ფილმის დევიზი. ტომ ჰენსონის სიყვარულის ამბავი, რომელიც 500 დღე გრძელდება. ახალგაზრდა მამაკაცს თავის კოლეგა შეუყვარდება და გადაწყვეტს, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდა. სწორედ ეს ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობა არწმუნებს მამაკაცს, რომ ნამდვილი სიყვარულის საიდუმლო სულ სხვა რამეშია. ფილმი გვასწავლის, რომ სიყვარული ხანდახან ის არაა, რაც გვგონია.

ენი ჰოლი

ვუდი ალენის ოსკაროსანი ფილმი. ნიუ-იორკელი კომიკოსის ელვი სინგერისა და მომღერალ ენი ჰოლის სიყვარულის ისტორია საწყისი ეტაპიდან დაშორებამდე. ფილმში მთავარ როლს დაიან კიტონი  ასრულებს.

ჭამე,ილოცე, გიყვრადეს

რაიან მერფის ულამაზეს ფილმი, რომელიც მწერალ ელიზაბეტ გილბერგის თავგადასავალს გვიყვება. ფილმის მთავარი გმირი, რომლის როლსაც ჯულია რობერტსი ასრულებს, ხვდება რომ სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. მტკივნეული განქორწინების შემდეგ ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას იწყებს, რაც მას ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები