LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი, რომელიც ყველა პრობლემას დაგავიწყებთ

პრინცი, რომელსაც არ ელი / Un prince (presque) charmant

ფილმი კარიერისტი ჟა-მარკის ისტორიას გვიყვება, რომლისთვისაც საქმე უპირველესია. ერთ მშვენიერ დღეს ის საკუთარი ქალიშვილის ქორწილში მიემგზავრება და გზად ახალგაზრდა გოგონას, მარის გაიცნობს, რომელიც სამუდამოდ ცვლის მის წარმოდგენას ცხოვრებაზე.

ორს პლუს ერთი / Demain tout commence

ფილმი ახალგაზრდა მამაკაცის, სემუელის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით. მას უყვარს მეგობარი გოგონები და წვეულებები, თუმცა, მოულოდნელად მის ცხოვრებაში პატარა გოგონა ჩნდება, რომელიც მთავარი გმირის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.

ჰოლოგრმა მეფისთვის / A Hologram for the King

ალან კლეის ცხოვრების ისტორია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ტომ ჰენქსის გმირს შვილის სწავლის ფულის გადასახდელად  საუდის არაბეთში გამგზავრება მოუწევს, სადაც ერთმანეთის მიყოლებით უამრავ საინტერესო ადამიანს გაიცნობს.

ძაღლური ცხოვრება / Dog’s Purpose

ეს ფილმი განსაკუთრებით მოეწონებათ ბავშვებსა და მათ, ვისაც ოთხფეხა მეგობრები უყვარს.

ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი / Florence Foster Jenkins

მერილ სტრიპის გმირი ფილმში ნიუ-იორკელი გოგონას როლს განასახიერებს, რომელიც ოპერის მომღერლობაზე ოცნებობს. მას არც ხმა აქვს და არც სმენა, თუმცა, ეს არ უშლის ხელ მთავარ გმირს ოცნება აისრულოს. საინტერესოა, რომ ფილმში მერილ სტრიპთან ერთად მთავარ როლს ჰიუ გრანტი ასრულებს.

100 მეტრი / 100 metros

მამაკაცის ისტორია, რომელიც მოულოდნელად მეხსიერებას კარგავს. ფილმის მთავარი გმირი გადაწყვეტს არ დანებდეს და იბრძოლოს საკუთარი მიზნებისთვის. ესაა რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორია ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი პოულობენ გამოსავალს.

აფეთქება წარსულიდან / Blast from the Past

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც 35 წელი მშობლების მიერ აშენებულ სარდაფში გაატარა, მოულოდნელად 90-იანი წლების ლოს-ანჯელესში აღმოჩნდება. თავგადასავლებითა და რომანტიკული ისტორიებით სავსე ფილმი უდაოდ შეგიქმნით კარგ განწყობას.

ვეფხვის თეორია / Teorie tygra

ფილმი 60 წლის მამაკაცის, იანოს ისტორიას გვიყვება, რომელიც ცხოვრების აზრს ეძებს. ის გადაწყვეტს  სამოგზაუროდ წავიდეს და მთელი ცხოვრების სანუკვარი ოცნება აიხდინოს.

ასფალტი / Asphalte

ფრანგული ფილმი იზაბელ იუპერის მონაწილეობით ადამიანური ურთიერთობების შესახებ გვიყვება. ესა არის კინოსურათი, რომელიც გარწმუნებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, თუ თქვენს ირგვლივ არსებობენ კარგი ადამიანები.

მშვენიერი ფანტასტიკა / This Beautiful Fantastic

ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მწერლობაზე ოცნებობს. მოულოდნელად ის ჭირვეულ  და მდიდარ მოხუცს გაიცნობს, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს გოგონას ცხოვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები