LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს

*„ მონა ლიზას ღიმილი“ – ერთ-ერთი ყველაზე „ბრძენი“ ფილმი, რომელიც მარტივად აგიხსნით, რას ნიშნავს ღირსება, გამბედაობა და მიზანდასახულება. თუმცა, მნიშვნელოვანი მაინც ფილმის მთავარი იდეაა – იფიქრეთ საკუთარი თავით და ყოველთვის დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება!

* „ცვლილებების გზა“ – ჩვეულებრივი ამერიკული წყვილის ისტორია, რომელიც ოჯახურ კრიზისს განიცდის, ერთი შეხედვით ნაკლებად საინტერესოა, თუმცა მაყურებელი ნელ-ნელა ხვდება, რომ ისტორია არა უცნობ ადამიანებს, არამედ სწორედ მას ეხება.

* „ჭამე, ილოცე, გიყვარდეს“ – დეპრესიასთან ბრძოლის ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საკუთარი თავის შეცნობის და სამყაროს გაცნობის საუკეთესო საშუალება მოგზაურობაა.

* „იქ, სადაც გულია“ – ფილმი სიყვარულსა და მეგობრობაზე, რომელიც ახსენებს მაყურებელს, რომ არ ღირს ყველაფერში ბედისწერის დადანაშაულება და არასდროსაა გვიან ბედნიერებისთვის ბრძოლა.

* „სიახლოვე“ – ორიგინალური დრამა, რომლის მთავარი პერსონაჟები სიყვარულის ძებნაში არც საკუთარ თავს ინდობენ, არც სხვების გრძნობებს უფრთხილდებიან.

* „სარკეს ორი სახე აქვს“ – საოცრად კეთილი ფილმი ორიგინალური სიუჟეტით და ბრწყინვალე მსახიობების მონაწილეობით. ბარბრა სტრეიზანდმა ერთდროულად სასიამოვნო ფილმის გადაღებაც შეძლო და ასაკოვანი შეყვარებული ქალის იუმორით წარმოადგენაც მოახერხა.

* „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ – მომხიბვლელი ბრიჯიტ ჯონსის თავგადასავლებით ტკბობა გაუთავებლად შეიძლება, განსაკუთრებით სასიამოვნოა კომედიის ნახვა, ცხელი შოკოლადით და გემრიელი ფუნთუშებით ხელში.

* „საათები“ – ფილმი-აღსარება, ფილმი-გამოცანა, რომელსაც მრავლად მალავს ქალის ბუნება. რეჟისორს და მსახიობს არც უფიქრიათ მაყურებლის გულის მოგება და საკუთარი სათქმელის ყველასთვის გასაგები პრიმიტიული ფრაზებით გამოთქმა. მათ მხოლოდ სურთ, რომ ნებისმიერი, ვინც საკუთარ თავს უბედურად თვლის, დაფიქრდეს, იქნებ ბედნიერება გვერდითაა, ბედნიერებმა კი, საკუთარ თავს ჰკითხონ, მართლა ბედნიერები არიან თუ არა.

* „ჩემი მოცვის ღამეები“ – ვონგ კარ-ვაიმ მოცვის ჩვენება ფილმის თითქმის ყველა კარდში შეძლო, შესანიშნავმა სამსახიობო შესრულებამ და შეუდარებელმა ოპერატულმა ნამუშევარმა მსუბუქი არარეალობის ეფექტი შექმნა და მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს თვითონაც ბარში ზის და საკუთარ მოცვის ნამცხვარს მიირთმევს.

* „ჯარისკაცი ჯეინი“ – მართალია, ფილმი არც ჩახლართული ინტრიგებით, არც ძვირადღირებული საბრძოლო სცენებით გამოირჩევა, მაგრამ ზუსტად ასახავს, რას ნიშნავს ნებისყოფა და რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ქალი.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები