LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი, რომელსაც ფინალამდე ვერ მოსწყდებით

2388

მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში არის ფილმები, რომლებსაც ერთი ამოსუნთქვით ვუყურებთ. ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო ფილმი, რომლის ყურებისას სხვა ვერაფერზე იფიქრებთ და რომლებიც კიდევ დიდხანს დარჩება თქვენს მეხსიერებაში.

სხვების ცხოვრება

ამ გერმანულ დრამაში მოვლენები 1984 წელს ვითარდება. სიუჟეტის მიხედვით, პოპულარული მწერალი და დრამატურგი გეორგ დრაიმანი ცნობილ თეატრალურ მსახიობთან რომანს იწყებს. ამ საეჭვო კავშირის შემდეგ დრამატურგის ცხოვრებით გერმანიის სპეცსამსახურები ინტერესდებიან და დრაიმანის მშვიდი ცხოვრებაც აქ მთავრდება.

სადაც არ უნდა იყო 

ფილმი ცნობილი როკ-მომღერლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ამერიკაში მამის მკვლელის საძიებლად მიემგზავრება. ესაა სურათი ადამიანის დამალულ მხარეებსა და შესაძლებლობებზე. ფილმში მთავარ როლს შონ პენი ასრულებს.

გახსოვდე

ფილმი 90 წლის მამაკაცის ისტორიას გვიყვება, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა და გაიგო, რომ ნაცისტი მცველი, რომელმაც მისი ოჯახი ამოხოცა, ამჯერად ამერიკაში ცხოვრობს. ფილმის მთავარი გმირი, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარშია, შტატებში შურის საძიებლად მიემგზავრება. ფილმში მთავარ როლებს კრისტოფერ პლამერი და მარტინ ლანდაუ ასრულებენ.

მტერი

ფილმის სიუჟეტის ცენტრში უიღბლო მასწავლებელია, რომელიც ფილმის ყურებისას აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი მსახიობი მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. მასწავლებელი, რომლის როლსაც ჯეიკ გილენჰაალი ასრულებს, გადაწყვეტს მოძებნოს ორეული.

ჭეშმარიტი სევდა

ანიმაციური ფილმი ახალგაზრდა მომღერალ გოგონაზე გვიყვება, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობს. ის გადაწყვეტს მიატოვოს სიმღერა და მთლიანად კინოინდუსტრიაში გადავიდეს. ამ ფაქტით განრისხებული მისი ფანები მომღერალს მოსვენების საშუალებას არ აძლევენ და კოშმარებიც აქედან იწყება. ეს გახლავთ ანიმაციური თრილერი, რომელიც საკმაოდ დაძაბული სიუჟეტების ფონზე მიმდინარეობს.

სად იმალება სიმართლე

ფილმი დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. სიუჟეტის მიხედვით, ცნობილი კომიკოსების ნომერში გარდაცვლილი გოგონას გვამს პოულობენ. წლების შემდეგ ისტორიის გამოძიებას ახალგაზრდა ჟურნალისტს ავალებენ, რომელიც თავადაც აღმოჩნდება ჩათრეული ამ საიდუმლოებით მოცულ ისტორიაში.

მკვდარი გოგონა

ფილმი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაზე გვიყვება, რომლის გარდაცვალება საიდუმლოებითაა მოცული. სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, გადაწყვეტენ გაიგონ, რა მოხდა სინამდვილეში

განდგომილები

მარტინ სკორსეზეს ამ სურათს ზედმეტი წარსდგენა არ სჭირდება. მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულები საინტერესო სიუჟეტთან ერთად ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს, ჯეკ ნიკოლსონის, მარკ უოლბერგისა და მეთ დეიმონის ფანტასტიკურ სამსახიობი გუნდსაც იხილავენ.

ნირჯა

ეს არის ძალიან ემოციური ფილმი ახალგაზრდა ბორტგამცილებელზე, რომელმაც 359 მგზავრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. 1986 წელს ავიაკომპანია Pan Am-ის თვითმფრინავი ტერორისტებმა გაიტაცეს. სწორედ ნირჯამ შეძლო საკუთარი სიცოცხლის ფასად მგზავრების გადარჩენა.

შეცვლა

ფილმი მარტოხელა დედის ისტორიას გვიყვება, რომელიც გაუჩინარებულ შვილს ეძებს. მოულოდნელად პოლიციას მასთან დაკარგული ბიჭი მოჰყავს, თუმცა ქალი ეჭვობ, რომ ეს მისი შვილი არაა. ყველას ჰგონია, რომ ქალს ფსიქიური პრობლემები აქვს, თუმცა საქმე ბევრად რთულადაა. ფილმში მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები