LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი, რომელზეც მამაკაცებიც ტირიან

  • ჰაჩიკო: ყველაზე ერთგული მეგობარი (2008)

მუსიკოსი მამაკაცი შემთხვევით სადგურზე უპატრონო ძაღლს იპოვის, რომელიც სახლში მიჰყავს. ფილმის გმირი, რომელსაც რიჩარდ გირი თამაშობს, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ეს უცნაური მეგობრობა ადამიანური ურთიერთობების მაგალითი გახდება. რეალურ ამბავზე აგებული ეს ისტორია, უამრავი მამაკაცისთვის ძალიან ახლობელი გახდა.

 

  • კაკუნი ზეცის კარზე (1997)

ორი მამაკაცის სულისშემძვრელი ისტორია, რომლებსაც ექიმები უმძიმეს დიაგნოზს უსვამენ. ისინი ერთმანეთს საავადმყოფოში გაიცნობენ და იგებენ, რომ სიცოცხლისთვის დრო ცოტა დარჩათ. ფილმის გმირები გადაწყვეტენ, ცხოვრების ბოლო დღეები თავგადასავლებით გაილამაზონ. ამიტომ საავადმყოფოდან გარბიან, მანქანას იტაცებენ და სამოგზაუროდ ზღვაზე მიემგზავრებიან. თავგადასავლები მათ არწმუნებთ, რომ ცხოვრება ნამდვილად შედგა. საკულტო ფილმი ცხოვრების სირთულეებზე, ბედის ორონიასა და მარადიულობაზე.

 

  • მწვანე გზა

ამბავი, რომელიც სიკვდილმისჯილთა კოლონიაში ვითარდება. ფილმის გმირი, გიგანტი ჯონ კოფია, რომელიც ადამიანების განკურნების ზებუნებრივ ძალას ფლობს. ამბის გახმაურების შემდეგ ციხის უფროსი ცდილობს ბოლომდე გაერკვეს მსჯავრდებულის საქმეში. მას ეჭვი ეპარება, რომ კოფი ორი გოგონას მკველობაშია დამნაშავე და ყველა ძალით ცდილობს მისი უდანაშაულობის დამტკიცებას. სტივენ სტინგის რომანის საუკეთესო ეკრანიზაცია ყველაზე ძლიერ ადამიანებსაც აატირებს.

 

  • მე მქვია ხანი (2010)

მუსლიმი მამაკაცის, რიზვან ხანის ემოციური ისტორია, რომელსაც ასპენგერის სინდრომი აქვს. ის სან-ფრანცისკოში, მარტოხელა დედაზე ქორწინდება და მისი ცხოვრების ისტორიას რადიკალურად ცვლის 11 სექტემბრის ტერაქტი. გერის სიკვდილი და მისი რელიგიური მრწამსი ხელისუფლებას ეჭვს უჩენს, რომ ხანი შესაძლოა ტერორისტია. აუტისტური სპექტრის მქონე მამაკაცი ცდილობს დაამტკიცოს, რომ რელიგია ტეროზიმთან კავშირში არაა და რომ ამ ისტორიაში ისიც მსხვერპლია.

 

  • შინდლერის სია (1993)

ამ ლეგენდარულ ფილმს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ესაა ცნობილი ბიზნესმენისა და გერმანიის ნაცისტური პარტიის წევრის, ოსკარ შინდლერის საოცრად ემოციური ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 1000-ზე მეტი ებრაელის სიცოცხლე გადაარჩინა. ფილმი ლაიამ ნისონის მონაწილეობით, საოცრად რეალისტური და მრავლისმთქმელია.

 

  • შინაგანად მე ვცეკვავ (2004)

მაიკლის ცხოვრება , რომელიც ცერებრალური დამბლითაა ავად, რადიკალურად იცვლება, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა პანსიონატში ახალი პაციენტი, რორი შედის. ახალგაზრდა პაციენტი არა მხოლოდ დაავადებასთან შეუგუებლობის მაგალითს გვაჩვენებს, არამედ საოცარი ენერგიის, პოზიტივისა და ამაღლებული მუხტის წყალობით გვარწმუნებს, რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია. ის რადიკალურად ცვლის მაიკლის და პანსიონატის სხვა პაციენტების ცხოვრებას. ეს ფილმი მოგცემთ შესაძლებლობას გადააფასოთ თქვენი ცხოვრება და დააფასოთ ის, რასაც აქამდე ვერ აფასებდით.

 

  • ცხოვრება მშვენიერია (1997)

ფილმის გმირი მეორე მსოფლიო ომის დროს მცირეწლოვან ვაჟთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკში ხვდება. მამაკაცი ცდილობს გადაარჩინოს შვილი და აუხსნას, რომ ყველაფერი რაც ხდება, უბრალოდ თამაშია. სწორედ მამის ამ საოცარი ისტორიის წყალობით, ბიჭი თამაშში ერთვება, ნაცისტებისგან დამალვას ცდილობს, საბოლოოდ კი გადარჩენას მოახერხებს. ესა არის ძალიან კეთილი ფილმი ადამიანური ურთიერთობის შეუფასებელ მხარეებზე. ფილმი, რომელიც ტრაგედიითა და იუმორითა სავსე.

 

  • შვიდი სოცოცხლე (2008)

ესაა საგადასახადო სამსახურის აგენტის საბედისწერო თავგადასავალი, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად უახლოეს ადამიანებს კარგავს. ამის შემდეგ მამაკაცი ცდილობს დანაშაული გამოისყიდოს და სანაცვლოდ სიკვდილის პირას მყოფ ადამიანებს საკუთარი ორგანოების დონაციას სთავაზობს. ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როცა ახალგაზრდა ქალს, ემილის გააცნობს. ესაა ფილმი, რომლის ყურებისას, ცრემლების შეკავება შეუძლებელია.

 

  • გოგონა მილიონ დოლარად(2004)

ესა არის ფილმი მამაკაცებისთვის, სადაც მთავარი მოქმედი გმირი ქალია. ჰილარი სუონქის გმირი ახალგაზრდა მოკრივეა, რომელიც მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს. მისი შრომისმოყვარეობა და საქმისადმი სიყვარული გამოცდილ მწვრთნელს აიძულებს, გოგონას კარიერა საკუთარ თავზე აიღოს, თუმცა მოულოდნელი შემთხვევა ყველაფერს ცვლის. კლინტ ისტვუდის ოსკაროსანი დრამა მორგან ფრიმანისა და ჰილარი სუონქის მონაწილეობით, ყველა მამაკაცს აატირებს.

 

  •  გლადიატორი (2000)

კიდევ ერთი ოსკაროსანი ფილმი, რომელმაც რასელ ქროუს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მოუტანა. ფილმი რომაელ გენერალზე, მაქსიმუსზე გვიყვება, რომლის ბრძოლასაც იმპერატორის წინააღმდეგ მისი ოჯახი ეწირება. მაქსიმუსი იძულებული ხდება ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, ის უკან ბრუნდება შურის საძიებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები