LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი, რომლის ხმაურიანი პრემიერაც ოქტომბერშია დაგეგმილი

დანის პირზე მორბენალი / Blade Runner 2049

დენი ვილნიოვის სამეცნიერი-ფანტასტიკა, რომელსაც უდიდეს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ფილმი წარმოადგენს 1982 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების კინოსურათის გაგრძელებას, სადაც მთავარ როლს ჰარისონ ფორდი ასრულებდა. მისი გმირი ხელოვნურად შექმნილი ანდროიდების განადგურებას ცდილობდა, ხოლო ამ მისიას ახლა რაიან გოსლინგი გადმოიბარებს.


მთები ჩვენს შორის / The Mountain Between Us

ფილმი ორი უცნობი ადამიანის ისტორიას გვიყვება. სიუჟეტის მიხედვით, ექიმი ბენ ტრეისი სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად მიიჩქარის, ხოლო მწერალ ალექს მარტინს ქორწილი აქვს დაგეგმილი. ერთმანეთისთვის უცნობი მგზავრები ავიაკატასტროფაში ხვდებიან და სასწაულებრივად გადაურჩებიან სიკვდილს. ისინი იძულებულნი ხდებიან გაუსაძლის კლიმატურ პირობებს ერთად ებრძოლონ და გადარჩნენ. კინოსურათში მთავარ როლებს ქეით უინსლეტი და იდრის ალბა ასრულებენ.

 
ბორგი მაკინროი / Borg McEnroe

ორი ლეგენდარული ჩოგბურთელის, ბიერნ ბორგისა და ჯონ მაკინროის დუელის ისტორია, რომელიც ფსიქოლოგიური თრილერის სტილშია წარმოდგენილი. ფილმში აღწერილია სამი დღე ბორგი მაკინროის მატჩამდე და გმირების მეგობრობის, კონკურენციისა და ურთიერთობის საინტერესო დეტალები. კინოსურათმა ტორონტოს კინოფესტივალი გახსნა და კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებაც მიიღო.


დამზადებულია ამერიკაში / American Made

კინოსურათი მოგვითხრობს CIA-ს აგენტ ბარი სილზე, რომელიც 1980 წელს სამხრეთ აფრიკის ნარკოკარტელებთან მუშაობს. კინოსურათში მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.


 სხეულსა და სულზე / On Body and Soul

ილდიკო ენდის დრამა ორი ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მსგავს სიზმრებს ნახულობენ. ფილმის გმირები მარა და ენდრე დაახლოვებას იწყებენ და სიუჟეტიც განსაკუთრებულად საინტერესო ხდება.  ფილმმა ბერლინის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო და ასევე უნგრეთის სახელით „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციისთვის იბრძოლებს.

გეოშტორმი / Geostorm

ფილმი ჯერ კიდევ 2015 წელს გადაიღეს, თუმცა ფოკუს ჯგუფების არასახარბიელო შეფასებების გამო მისი ხელახლა გადაღება და მონტაჟი გახდა საჭირო. საბოლოოდ დინ დევლინის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, კლიმატ-კონტროლის გლობალურ სისტემაზე, ეკრანებზე ოქტომბერში გამოდის და მასში მთავარ როლს ჟერარდ ბატლერი ასრულებს.

 გოლემი /Golem

ეს გახლავთ დეტექტიური ჟანრის ფილმი სერიულ მკვლელზე, რომელიც პიტერ აკროიდის 1994 წელს გადაღებული ნოველის მიხედვითაა გადაღებული. ამომავალი ვარსკვლავი ოლივია კუკი ფილმში მსახიობს განასახიერებს, რომელსაც ქმრის მკველობაში სდებენ ბრალს. მისი საქმით ცნობილი ინსპექტორი ინტერესდება, რომელიც ბრალდებულის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.


 ორპირი საყვარელი / The Double Lover

ფრანსუა ოზონი ახალ ფილმში კვლავ სექსის, სიყვარულისა და ძალადობის გარშემო ტრიალებს. ახალ ფსიქოლოგიურ თრილერში მთავარ როლებს მარინა ვაქტი და დარდენ ჯერემი რენიე ასრულებენ. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და მან კინოკრიტიკოსთა კარგი შეფასებები მიიღო.


 ხერხი 8 / Jigsaw

ყველაზე საშიში ჰორორ-სთორის მორიგი გაგრძელება, სადაც მოვლენები ორიგინალური ფილმის გამოსვლიდან 10 წელიწადში ვითარდება. თრეილერიდან ჩანს, რომ ფილმი მართლაც საშიში გამოვიდა.


სუნთქვა / reathe

კიდევ ერთი კინოსურათი, რომლის პრემიერაც ტორონტოს კინოფესტივალის ფარგლებში შედგა. ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლებს ენდრიუ გარფილდი  და ქლეირ ფოი ასრულებენ. კინოსურათი უნარშეზღუდული პირების უფლებების დამცველის ისტორიას გვიყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები