LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი სიყვარულზე, სადაც მამაკაცებს ასაკით უფროსი ქალები უყვართ

The Graduate/კურსდამთავრებული

ამ ფილმის მთავარი გმირის სახელი ცნობილი გახდა სიმღერით Mrs. Robinson. ფილმი ქალზე გვიყვება, რომელიც მასზე უმცროს კოლეჯის კურსდამთავრებულთან გააბამს რომანს. მამაკაცის მთავარ როლს ფილმში დასტინ ჰოფმანი ასრულებს, ქალის როლში კი ენ ბენქროფტი გვევლინება. ფილმს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული.

 

La pianist / პიანისტი ქალი

ესაა ავსტრალიელი მწერლის ელფრიდ ელენიკის რომანის ეკრანიზაცია პიანისტ ქალზე, რომელსაც კონსერვატორიის სტუდენტთან აქვს რომანი. 2001 წელს ფილმმა კანის კინოფესტივალზე გრანპრი მიიღო.

 

Bright Days Ahead / საუკეთესო დღეები წინაა

ფილმში ქალის მთავარ როლს ფანი არდანი ასრულებს. მისი გმირი კაროლინა 60 წლისაა და მიუხედავად ასაკისა, ფანტასტიურად გამოიყურება. პენსიაზე გასვლა მისთვის უდიდეს გამოწვევად იქცევა, ამდენად ოჯახის წევრები მის გამხნევებას ცდილობენ. პენსიონერთა კლუბში არდანის გმირი ახალგაზრდა მამაკაცს გაიცნობს და მისი ცხოვრება თავდაყირა დგება.

 

 The Rebound / ძიძა გამოძახებით

ფილმის მთავარი გმირი 25 წლის ადამია, რომელიც მოულოდნელად, მასზე 15 წლით უფროს ქალს გაიცნობს და მასთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს. ეს  ურთიერთობა ფილმის გმირს აიძულებს, შეცვალოს ცხოვრების წესი და ყველაფერი თავიდან გადააფასოს. კინოსურათში მთავარ როლებს კეტრინ ზეტა-ჯონსი და ჯასტინ ბარტა არულებენ.

I Am Love / მე ვარ სიყვარული

ტილდა სუინტონი ფილმში ახალგაზრდა ქალს განასახიერებს, რომელსაც საკუთარი შვილის უახლოესი მეგობარი უყვარდება. ქალსა და მამაკაცს შორის ასაკობრივი სხვაობა 18 წელია.

Adore / საიდუმლო ვნება

ფილმის მთავარი გმირები, ლილი და როზი ძველი მეგობრები არიან. მათ ერთმანეთის ვაჟები უყვარდებათ და იმის შიშით, რომ საზოგადოებამ არ დაგმოს, ქალები ურთიერთობას წლების მანძილზე მალავენ. მთავარ როლებს ფილმში ნაომი უოთსი და რობინ რაითი ასრულებენ.

The Boy Next Door / მეზობელი ბიჭი

მომხიბვლელი მასწავლებელი ქმართან დაშორების შემდეგ მეზობელ მამაკაცთან იწყებს რომანს, თუმცა მოულოდნელად ირკვევა, რომ მისი ახალი რჩეული საშიში ადამიანია. კინოსურათში მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს.

Prime / ჩემი საუკეთესო საყვარელი

კარიერით გატაცებულ პროფესიონალს მანჰეტენიდან ახალგაზრდა, მასზე 14 წლით უმცროსი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება. ქალი დახმარებისთვის ფსიქოანალიტიკოსს მიმართავს, რომელიც მისი ახალი რჩეულის დედა აღმოჩნდება. ფილმში მთავარ როლებს მერილ სტრიპი და უმა თურმანი ასრულებენ.

I Could Never Be Your Woman / მე ვერასოდეს ვიქნები შენი

ფილმის მთავარი გმირი ტელეპროდიუსერია, რომელსაც პირად ცხოვრებაში არ უმართლებს. ერთხელაც ის ხვდება მამაკაცს, რომელიც პატარა ასაკის მიუხედავად, დაეხმარება მას უკეთ შეაფასოს თავისი შესაძლებლობები. ცხადია ამ სასიყვარულო ურთიერთობას წინ უამრავი დაბრკოლებაც ელის. კინოსურათში მთავარ როლს მიშელ ფაიფერი ასრულებს.

Something’s Gotta Give / სიყვარული წესების გარეშე

ესაა ფილმი, სადაც მთავარ როლებს A კლასის ვარსკვლავები ასრულებენ. მაყურებელი ფილმში ჯეკ ნიკოსლონის, დაიან კიტონისა და კიანუ რივზის არაჩვეულებრივ შესრულებას იხილავს. სიუჟეტის ცენტრში მუსიკალური ინდუსტრიის ასაკოვანი წარმომადგენელია, რომელსაც ახალგაზრდა ქალები იზიდავს. ყველაფერი მაშინ რთულდება, როცა ნიკოლსონის გმირს ახალგაზრდა რჩეულის დედის სახლში გულის შეტევა მოსდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები