LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ჰიტი 90-იანებიდან, რომელიც ყველამ ზეპირად იცის

2697

ყველა ერთხმად თანხმდება, რომ 90-იანი წლები მუსიკის ისტორიაში გარდამტეხი იყო. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ყველა დროის ყველაზე პოპულარული სიმღერები, რომლებიც დღემდე საპატიო ადგილს იკავებს მელომანების არქივში. მოდით, გადავავლოთ თვალი 90-ინების 10 საკულტო სიმღერას, რომელიც ყველამ ზეპირად იცის.

No Doubt «Don’t speak»

სწორედ ამ სუპერპოპულარული ჰიტით გაიცნო მსოფლიომ გვენ სტეფანი, რომელიც ჯგუფ No Doubt-ის შემადგენლობაში მღეროდა. როკ-ბალადა „გრემიზე“ იყო ნომინირებული და ის წლების მანძილზე ინარჩუნებდა ლიდერ პოზიციას წამყვან ჩარტებში.

Natalie Imbruglia «Torn»

დღეს ნატალი იმბრუგლია ავსტრალიაში ისეთი პოპულარული ნამდვილად არაა, როგორც 20 წლის წინ, როცა გამოვიდა მისი ჰიტი Torn. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტის გამოსვლიდან დღემდე უამრავი წელი გავიდა, ყველას ახსოვს ეს დაუვიწყარი მელოდია და ულამაზესი იმბრუგლია სიმღერისთვის შექმნილ ვიდეოკლიპში. თავად ჰიტმა „გრემის“, MTV-ისა და „ბილბორდის“ უამრავი ჯილდო მიიღო.

Jennifer Paige «Crush»

ამერიკელი მუსიკოსის ეს სიმღერა 1998 წელს გამოვიდა და მსოფლიო ჩარტების სათავეშიც მალევე მოექცა. სიმღერა მთელი 2 კვირის მანძილზე ლიდერობდა ამერიკაში და ჯენიფერ ფეიჯს არნახული წარმატება მოუტანა. სიმღერა გოგონებისთვის დაიწერა, რომლებმაც სიყვარულის გამო ყველაფერი არ დათმეს.

Aqua «Barbie Girl»

ნორვეგიული ჯგუფის ეს პოპულარული სიმღერა 1997 წელს გამოვიდა. სიმღერამ, რომელსაც 90-იანებში ყველა მღეროდა, დიდი გადატრიალება მოახდინა სასამართლო სისტემაშიც. კომპანიამ Mattel, რომელიც ბარბის თოჯინებს აწარმოებდა, სარჩელი შეიტანა ჯგუფის წინააღმდეგ ბარბის სახელის უკანონოდ გამოყენებასა და იმიჯის შელახვაში.

Celine Dion «My Heart Will Go On»

ჯეიმს ჰორნერმა ეს ლეგენდარული ჰიტი სპეციალურად შექმნა ფილმისთვის „ტიტანიკი“. სიმღერა My Heart Will Go On ყველაზე პოპულარული ჰიტია სელინ დიონის შემოქმედებაში და ყველაზე გაყიდვადი სინგლია მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. სიმღერას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში, ასევე „გრემი“, „ბილბორდი“ და მრავალი სხვა.

https://www.youtube.com/watch?v=FHG2oizTlpY

Mariah Carey «Always Be My Baby»

ერთი შეხედვით მერაია ქერის ამ სიმღერაში არაფერია განსაკუთრებული, თუმცა მუსიკოსის ფანტასტიკური ხმა და ლამაზი მელოდია საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის დიდხანს დარჩენილიყო ჩვენს გულებში. ჰიტს კრიტიკოსების მხრიდანაც უმაღლესი შეფასება აქვს.

Monica «Angel of Mine»

სიმღერამ Angel of Mine ამერიკელ მუსიკოსს მსოფლიო აღიარება მოუტანა. განსაკუთრებულად ემოციური ღმოჩნდა სიმღერის ტექსტი, რომელიც 90-იანებში ყველამ ზეპირად იცოდა.

Backstreet Boys «I Want It That Way»

ეს გახლდათ პიველი სინგლი ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომიდან  Millennium. სიმღერამ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ჩარტები დაიპყრო და „გრემის“ 3 ნომინაცია მოიპოვა.

TLC «No Scrubs»

სიმღერამ No Scrubs პლატინის სტატუსი მოიპოვა დიდი ბრიატენთსა და ახალ ზელანდიაში. ის TLC -ის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებულ სინგლად ითვლება.

Des’ree «You Gotta Be»

ბრიტანელი მუსიკოსის სიმღერა You Gotta Be იმდენად პოპულარული იყო 90-იანებში, რომ ის უამრავი სარეკლამო რგოლისთის გამოიყენეს. სიმღერა ერთდროულად პოპულარული იყო როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები