LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“10%-ით მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემიები,” – ბიუჯეტის პროექტი ბიუროზე დღეს შევა

68

მომავალი წლის ბიუჯეტი ფოკუსირებულია იმაზე, რომ მოსახლეობაზე რეგიონში მიმდინარე ცვლილებები ნეგატიურად არ აისახოს, ამის შესახევ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცუდი მაჩვენებელია და უნდა შევძლოთ ბევრად უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა და ამ ბიუჯეტის პროექტში ასახულია ის რეფორმები, რაც სწორედ ამას ემსახურება. 10%-ით მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები და პრემიები და ა.შ. და ეს ყველაფერი სწორედ მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონში არსებული ძვრები მოსახლეობამ ნაკლებად იგრძნოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროზე დღეს შევა.