LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ლეგენდარული ფილმი 70-იანებიდან

კაბარე / Cabaret

1972

ესა არის კაბარეს მოცეკვავის, სალის ისტორია, რომელიც კაბარეში მუშაობს. ფილმმა  ბობ ფოსს რვა „ოსკარი“ მოუტანა. მათ შორის ქალის საუკეთესო როლისთვის ამერიკის კინოაკადემიის უამაღლესი ჯიდლო ლაიზა მინელიმ მიიღო.

 

უკანასკნელი ტანგო პარიზში / Last Tango in Paris

1972

ბერნანდო ბერტოლუჩის შედევრი, რომელამც ეროტიკული ჟანრის ფილმებში ყველა დასაშვებ ზღვარს გადააბიჯა. ესაა მარია შნაიდერისა და მარლონ ბრანდოს ყველაზე სკანდალური, მაგრამ ამავე დროს ყველაზე სექსუალური როლები ეკრანზე.

დიადი გეტსბი/ The Great Gatsby

1974

ნიუ-იორკული წვეულებების  მთავარი გმირი ფილმში რობერტ რედფორდია, რომელსაც პარტნიორობას მია ფეროუ უწევს. ფილმის რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლაა, ხოლო არტ-ხელმძღვანელი ტიონი ოლდრიჯი, რომელმაც „ოსკარი“ საუკეთესო კოსტიუმებისთვის მიიღო.

ტაქსისტი / Taxi Driver

1976

მარტინ სკორსეზეს პირველი ფილმი, რომელმაც რეჟისორის კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოუტანა. ამ ფილმით სკორსეზემ რობერტ დენიროს საუკეთესო როლი აჩუქა, ხოლო ჩვენ ფანტასტიკური ფსიქოლოგიური ტრილერი.

ენნი ჰოლი / Annie Hall 

1977

ვუდი ალენის კლასიკური ფილმი, რომელიც ყველა დროის ყველაზე მოდურ კინოსურათად დაასახელეს. დაიან კიტონის  რეპლიკები, მამაკაცური სამოსი და ფანტასტიკური შესრულება ფილმს აუცილებლად შეგაყვარებთ.

ბრიოლინი / Grease

1978

რენდალ კაილზერის ფილმი მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორი იყო ამერიკა 50-იანებში. ჯონ ტრავოლტასა და ოლივია ნიუტონ-ჯონის ფანტასტიკური ცეკვა, ულამაზესი კოსტიუმები და ბევრი მუსიკა.

მთელი ეს ჯაზი / All That Jazz

1979

კიდევ ერთი მიუზიკლი, სადაც მთავარ როლებში ახალგაზრდა ჯესიკა ლანგსა და ლილენდ პალმერს ვიხილავთ. ესაა მოცეკვავე ჯო გიდეონის ცხოვრების ისტორია უამრავი საუნდტრეკითა და საოცარი კოსტიუმებით.

ნათლიმამა / The Godfather 

 1972

კრიმინალური დრამა, რომელიც კორლეონეს ოჯახის ისტორიას ყვება. სამი „ოსკარის“ მფლობელი ფილმი, სადაც მთავარ როლებს ალ პაჩინო, რობერტ დენირო, სოფია კოპოლა,  დაიან კიტონი, ჯეიმს კაანი და ელიზაბეტ მაქგოვერნი ასრულებენ.

აფიორა / The Sting

1972

კინოს ისტორიაში ყველაზე დიდი აფიორა, რომელიც 1930 წლის მოვლენებს გვიყვება. შვიდი „ოსკარის“ მფლობელი ფილმის სიუჟეტის ცენტრში ორი მეგობარია, რომლებიც მაფიის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ. კინოსურათში მთავარ როლებს პოლ ნიუმენი და რობერტ რედფორდი ასრულებენ.

აპოკალიფსი დღეს /  Apocalypse Now

1979

ფრენსისი ფორდ კოპოლას კიდევ ერთი ცნობილი კინოსურათი, რომელიც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები