LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ლეგენდარული ჰიტი ელ ჯეროს რეპერტუარიდან

346

2017 წელი უმძიმესი გამოდგა ჯაზის ნამდვილი თაყვანისმცემლებისთვის. მუსიკალური სამყარო ამერიკელ მუსიკოსს ელ ჯეროს დაემშვიდობა, რომლის გარდაცვალების მიზეზი სხეულის გამოფიტვა გახდა.

ელ ჯერო 7-ჯერ იყო ნომინირებული „გრემიზე“ და ის იმ იშვიათ მუსიკოსთა სიაშია, რომელმაც შემოქმედებითი კარიერის მანძილზე ერთდროულად მოიცვა ჯაზი, პოპ-მუსიკა და რითმ-ენ-ბლუზი. ჩვენ შევარჩიეთ 10 ლეგენდად ქცეული ჰიტი ამერიკელი მუსიკოსის რეპერტურიდან.

We’re in This Love Together – 1981 წელს დაწერილი ჰიტი შესულია ელ ჯეროს სტუდიურ ალბომში  Breakin’ Away. სიმღერა 24 კვირის მანძილზე იმყოფებოდა ამერიკული ჩარტების სათავეში და მე-15 პოზიციაზე Billboard Hot 100-ის რეიტინგში.

Trouble in Paradise – ამ სიმღერაში იგრძნობა ჯაზისა და R&B-ის ფანტასტიკური ნაზავი. სიმღერა შესულია 1983 წლის ალბომში Jarreau.

Breakin’ Away – ჰიტი, რომელიც ამავე სახელწოდების ალბომშია შესული და რომელმაც უდიდესი გარდატეხა მოახდინა ელ ჯეროს კარიერაში. 1982 წლის „გრემის“ დაჯილდოვებაზე ალბომმა პოპ ვოკალისა და ჯაზ ვოკალის ნომინაციაში გაიმარჯვა.

Raging Waters – ეს სიმღერა პოპულარობით ჩამორჩება ელ ჯეროს სხვა ცნობილ ჰიტებს. მან ვერც ჩარტებში მიიღო სპატიო ადგილი და მხოლოდ 42-ე პოზიციაზე გამწესდა, თუმცა, კრიტიკოსებმა ელ ჯეროს ტექნიკას ამ სიმღერაში უმაღლესი შეფასება მისცეს.

Mornin’1983 წელს გამოსული ეს ჰიტი ყველა დროის ყველაზე პოზიტიური სიმღერების რეიტინგშია. ამბობენ, რომ ყველაზე უკეთ სწორედ ამ სიმღერას მოაქვს დილის განწყობა.

https://www.youtube.com/watch?v=la0eUKD9kNw

Never Givin’ Up – კიდევ ერთი საოცრად პოზიტიური სიმღერაა ელ ჯეროს შემოქმედებიდან, რომელიც შესულია ალბომში This Time.

Thinkin’ About it Too – 70-აინი წლების ყველაზე პოპულარული ჰიტი, რომელიც საცეკვაო განწყობას ქმნის. R&B–ჩარტებში ის მხოლოდ 55-ე ადგილს დასჯერდა.

https://www.youtube.com/watch?v=wxJ5lg2xoP4

Boogie Down – 1983 წელს გამოსული სიმღერა ფილმის საუნდტრეკია. მასში ელ ჯერომ განსხვავებული საშემსრულებლო მანერა და სტილი გამოიყენა. ის R&B-ის 10 საუკეთესო ჰიტს შორისაა.

https://www.youtube.com/watch?v=r7Y1MXsiE3c

Teach Me Tonight – 1953 წელს დაწერილი ეს სიმღერა სხვადასხვა დროს 70-ზე მეტმა  მუსიკოსმა შეასრულა. ელ ჯეროს ვერსია კი შესულია 1981 წლის ალბომში Breakin’ Away.

Take Five – ელ ჯეროს ეს ფანტასტიკური სიმღერა შესულია 1977 წლის ალბომში  Look to the Rainbow.

https://www.youtube.com/watch?v=I2f-D3uQH_Q

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები