LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ლეგენდარული ჰიტი ჯორჯ მაიკლის შემოქმედებიდან

426
ჯორჯ მაიკლი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი ჯორჯ მაიკლი, რომელმაც სიცოცხლეში საკუთარი ჰიტები 100 მილიონიანი ტირაჟით გაყიდა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოდით ერთად გავიხსენოთ საუკეთესო 10 ჰიტი „გრემის“ ორგზის გამარჯვებული მუსიკოსის შემოქმედებიდან.

  1. Freedom ’90” (1990)

სიმღერა, რომლის ავტორიც თავად ჯორჯ მაიკლია, ნამდვილად იყო 90-იანი წლების ყველაზე ხმაურიანი ჰიტი. სწორდ ამ სიმღერის ვიდეოში ვიხილეთ ერთად 90-იანი წლების სუპერმოდელები, ლინდა ევანჯელისტა, ნაომი ქემბელი და კრისტი ტერლინგტონი.  Billboard-ის ჩარტებში სიმღერა 12 კვირის მანძილზე ლიდერობდა. ჯორკ მაიკლმა ის 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის დახურვაზე შეასრულა.

  1. Careless Whisper” (1984)

ეს არის ჯორჯ მაიკლის პირველი სოლო სიმღერა, შესრულებული ჯგუფ Wham!-ის დაშლის შემდეგ. სიმღერა 1985 წლის საუკეთესო ჰიტად აღიარეს. ის ერთდროულად 25 ქვეყნის ჩარტების სათავეში მოხვდა და 6 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. The Official Charts Company-ის ვერსიით ესაა ყველაზე კომერციული ჰიტი მუსიკოსის შემოქმედებიდან.

  1. Father Figure” (1988)

ეს გახლდათ ჯორკ მაიკლის საყვარელი სიმღერა ლაივ კონცერტების დროს. 1988 წელს მან MTV Video Music-ის პრიზი მიიღო საუკეთესო ვიდეოს ნომინაციაში.

  1. I Want Your Sex” (1987)

კიდევ ერთი პოპულარული სინგლი ჯორჯ მაიკლმა 1987 წელს ფილმისთვის Beverly Hills Cop II დაწერა. სიმღერას 3 ვერსია აქვს, რომლის პირველი ვარიანტი  BBC-იმ ცენზურის გამო დაბლოკა.

  1. “One More Try” (1987)

ეს სიმღერა კიდევ ერთი პოპულარული ჰიტია ალბომიდან Faith. ის Billboard-ის ისტორიაში მეორე სინგლი გახდა, რომელმაც ერთდროულად 3 ქვეყნის ჩარტი დიპყრო. აქამდე ეს მხოლოდ რეი ჩარლზმა მოახერხა

  1. Last Christmas 1984

სიმღერა, რომელიც მუსიკოსმა ჯგუფ Wham!-თან ერთად შეასრულა, უდაოდ საშობაო ჰიმნია. ჯორჯ მაიკლი სიმღერის დაწერიდან ზუსტად 32 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

  1. Fast Love” (1996)

სიმღერა 1996 წელს თავად ჯორჯ მაიკლმა დაწერა და მან კრიტიკოსთა მხირდან საკამოდ კარგი შეფასება მიიღო. ის ნომინირებული იყო Brit Awards-ზე წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაშიც. ესაა ყველაზე ხშირად გადმოწერილი სიმღერა ბრიტანული ჩარტების ისტორიაში.

  1. “I Knew You Were Waiting (For Me)” featuring Aretha Franklin (1986)

ესა არის გრემის მფლობელი ჰიტი, რომელსაც ჯორჯ მაიკლი არეტა ფრანკლინთან ერთად ასრულებს. ჯორჯ მაიკლმა ამით ოცნება აიხდინა და საყვარელ მუსიკოსთან ერთად იმღერა, რამაც საბოლოოდ მათ ჩარტების ლიდერობა და გრემის ნომინაციაში გამარჯვება მოუტანა. სიმღერა ასევე არაერთხელ დასახელდა საუკეთესოდ არეტა ფრანკლინის რეპერტუარში.

  1. Too Funky” (1992)

1992 წლის ყველაზე პოპულარული ჰიტი, რომელსაც სექსის ჰიმნსაც უწოდებენ. სიმღერა 90-იანების ყველაზე სმენადი ჰიტია, რომელიც თავისი პროვოკაციული ვიდეოთიც გამოირჩევა.

  1. “Faith” (1987)

ეს გახლავთ ასევე ჯორჯ მაიკლის მიერ დაწერილი და შესრულებული სიმღერა, რომელიც 1987 წელს გამოსულ ამავე სახელწოდების ალბომში შევიდა. ის ამერიკული ჩარტების პირველ პოზიციაზე მოექცა, ხოლო Billboard-ის მონაცემებით ყველაზე გაყიდვად სინგლად დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები