LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მაისს „ირიაოსა“ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი იმართება

109

10 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი წარმოგიდგენთ ცნობილი ქართული ეთნო-ჯაზ ანსამბლის „ირიაოს“ ახალ პროექტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით და მომღერალი სოფო გელოვანი.

ანსამბლის სახელწოდება აღებულია „კრიმანჭულის“ ერთ-ერთი შეძახილიდან „ირიაო-ურუაო“. კომპოზიტორი დავით მალაზონია, ჯგუფის დამფუძნებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი, გახლდათ ერთ-ერთი პირველი საქართველოში, ვინც ქართული ფოლკლორისა და ჯაზის სინთეზს მიმართა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ის ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისთვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისთვის, მათ შორის ცნობილი ქართული ჯგუფისთვის „ადიო“.

2013 წელს, მას შემდეგ, რაც მას საკმაოდ დიდი რაოდენობის მუსიკალური მასალა დაუგროვდა, გაჩნდა იდეა, დაარსებულიყო ახალი ეთნო-ჯაზ ჯგუფი. „ირიაოს“ რეპერტუარი დაფუძნებულია ჯგუფის წევრთა სურვილზე არა ქართული უნიკალური ფოკლორის მოდერნიზებისა, არამედ მისი ჯაზის სტილში გადაწყვეტისა. სწორედ ამიტომ დავით მალაზონიამ თავად შექმნა სრულიად ახალი კომპოზიციები, რომელთაც განსაკუთრებული ინტერესით შეხვდნენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

2015 წლის თებერვალში ჯგუფმა პოლონეთში, როგალოვ ანალოგ სტუდიაში ჩაწერა პირველი ალბომი.

ჯგუფის წევრები არიან:

  • დავით მალაზონია – კლავიშებიანი ინსტრუმენტები
  • დავით ქავთარაძე – ქართული ფოლკ-ინსტრუმენტები
  • შაკო ღელეყვა –  ბასი
  • ლევან აბშილავა – დრამი, პერკუსია
  • გიორგი აბაშიძე – ვოკალი
  • ბუბა მურღულია – ვოკალი
  • მიხეილ ჯავახიშვილი – ვოკალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები