LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-მდე ტყვია ყოფილი დეპუტატის მისამართით – ბრალდებული დაკავებულია

78

საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატზე, ვასილ დავითაშვილზე თავდასხმისთვის თელავში მცხოვრები ზეზვა ბაქრაძე დააკავეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

თელავის ყოფილ გამგებელს და ყოფილ დეპუტატს თავს საკუთარ სახლთან იმ დროს დაესხნენ, როდესაც ის ოჯახთან ერთად სასაფლაოდან ბრუნდებოდა.

დავითაშვილს 10-მდე ტყვია ესროლეს. ჭრილობები ძირითადად ქვედა კიდურებშია მიყენებული, ამიტომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ექიმებიც აცხადებენ, რომ მდგომარეობა სტაბილურია.

თავდასხმის სავარაუდო მოტივი ყოფით ნიადაგზე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. ოჯახის წევრებისთვის დაპირისპირების დაწყების ეს ვერსია გაუგებარია. მათი თქმით, ისინი ზეზვა ბაქრაძეს საერთოდ არ იცნობენ.

სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები