LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მედიკამენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ, როცა სახლში ბავშვია

2146

პირველადი დახმარების მედიკამენტები ყველა სახლში უნდა იყოს, თუმცა, როცა ოჯახში პატარაც არის, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ სააფთიაქო ჩანთა უნდა ინახებოდეს ბავშვისგან მოშორებით, ისე რომ პატარამ ის ვერ იპოვოს. გარდა ამისა, გამუდმებით უნდა აკონტროლოთ მედიკამენტების შენახვის ვად. ასევე ყურადღება უნდა მიაქციეთ კონკრეტული მედიკამენტის შენახვის წესს, რომელიც ინსტრუქციაშია მითითებული. მაგალითად ვიცით, რომ ბრილიანტის მწვანე უნდა ინახებოდეს ბნელ ადგილას, ხოლო წყალბადის ზეჟანგი მაცივარში.

10 აუცილებელი ნივთი და მედიკამენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუ სახლში პატარა ბავშვია.

  1. ღია ჭრილობისთვის: მარლა, სტერილური და არასტერილური ბინტი. ასევე მიკროფორებიანი ლეიკოპლასტი და სტერილური ხელსახოცები. 
  2. ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული საშუალებები: იოდი, ბრილიანტის მწვანე, წყალბადის ზეჟანგი, ფურაცილინის ხსნარი. 
  3. სიცხის დამწევი პრეპარატები: ტაბლეტების, სიროფის და სანთლების სახით. 
  4. ანტიჰისტამინური პრეპარატები: ტაბლეტების, სიროფის და ინექციის სახით. მათ შორის აუცილებლად სუპრასტინი და დექსამეტაზონი. 
  5. ნაწლავური ინფექციებისთვის: რეჰიდრონი, სმექტა, ნახშირი, ენტეროლი. 
  6. დამწვრობისთვის: პანტენოლი სპრეის ფორმით. 
  7. სურდოსა და მწვავე რინიტის შემთხვევაში: ფიზიოლოგიური ხსნარი, აქვა მარისი სპრეისა და წვეთების სახით, ნაზივინი. 
  8. თუ სამოგზაუროდ მიდიხართ: აუცილებელია თან იქონიოთ ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ოღონდ ეს უკანასკნელი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა შეარჩიოთ. 
  9. მწერების ნაკბენისას: ნიშადურის სპირტი, რომელიც ასვეე გამოიყენება გულყრების დროს. 
  10. თერმომეტრი. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები