LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ნაბიჯით წინ: საქართველო 112-ეა

29

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 10 პოზიციით წინ წაიწია. განახლებულ რეიტინგში ჩვენი გუნდი 112-ე ადგილზეა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ივნისში ორი მატჩი გამართა: ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსი და ნევისი 3:0 დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში კი მოლდოვასთან სტუმრად 2:2 ითამაშა.

ცვლილებებია პირველ ათეულში: რეიტინგს სათავეში კონფედერაციათა თასის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები ჩაუდგა, რომელმაც ბრაზილია და არგენტინა ჩააჩოჩა. 4-4 ადგილით წინ დაიწიეს პორტუგალიამ, შვეიცარიამ, პოლონეთმა და მოწინავე პოზიციებზე განთავსდნენ. რეგრესი განიცადეს ჩილემ, კოლუმბიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა.

რაც შეეხება შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს, 7 საფეხურით დაქვეითდა უელსი და ამჟამად მე-20 ადგილზეა, ირლანდიამ 26-ედან 29-ე ადგილზე გადაინაცვლა, ავსტრიამ 35-ედან 37-ეზე, მათგან განსხვავებით წინსვლა აქვს სერბეთს, რომელიც 50-ედან 42-ე ადგილზე აღზევდა, მოლდოვამ სამი ნაბიჯით წინ, 158-ე პოზიციაზე აინაცვლა.

1. (+2) გერმანია — 1609 ქულა
2. (-1) ბრაზილია — 1603
3. (-1) არგენტინა — 1413
4. (+4) პორტუგალია — 1332
5. (+4) შვეიცარია — 1329
6. (+4) პოლონეთი – 1319
7. (-3) ჩილე – 1250
8. (-3) კოლუმბია – 1208
9. (-3) საფრანგეთი – 1199
10. (-3) ბელგია — 1194

20. (-7) უელსი – 922
29. (-3) ირლანდია – 816
37. (-2) ავსტრია – 723
42. (+8) სერბეთი – 713
112. (+10) საქართველო – 290
158. (+3) მოლდოვა – 154

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები