LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ მშობლებისგან ტრავმირებული ხართ

450

ბავშვები ძალიან სენსიტიურები და ემოციურები არიან, ამიტომ მშობლებს მათ ქცევაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ბოლო დროს სულ უფრო მეტად გვესმის „ტოქსიკური მშობლების” გავლენის შესახებ , რომელმაც შესაძლოა, მომავალში გამოუსწორებელი შედეგები გამოწვიოს. საინტერესოა, რომ ბევრი ვერც კი ხვდება, რომ ის მშობლებისგან ბავშვობაში დაზარადლა.

სპეციალისტები მიანიშნებენ 10 საგანგაშო ნიშანზე, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ „ტოქსიკური მშობლების” მსხვერპლი ხართ.

  • ისინი მუდამ მოითხოვენ თქვენგან მეტს

ესაა ტოქსიკური მშობლის ინსტიქტი, რომელიც მუდამ ითხოვს თქვენგან მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. ამით ისინი იმის კომპენსაციას ახდენენ, რაც თავად არ გამოუვიდათ. ისინი მუდან ითხოვენ თქვეგან რაღაც ახალს, არასოდეს ჩერდებიან არსებულზე და მუდამ გსაყვედურობენ. ეს ცუდის ნიშანია.

  • ისინი პასიური და აგრესიული ქცევით გამოირჩევიან და ამას დასჯის გამო იყენებენ

თუ თქვენი მშობლები მუდამ გსჯიდნენ იმით, რომ თქვენს უარყოფით მხარეებზე მიუთითებდნენ, ესეც ცუდის ნიშანია. ასევე თუ ხშირად გადარებდნენ მეგობრებს, და-ძმას და მათთან შედარებით, თქვენს უარყოფით მხარეებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

  • საკუთარ თავს ყოველთვის მაღალ მოთხოვნებს უყენებდით

თუ ბავშვობაში გჯეროდათ, რომ მეტი შეგეძლოთ და ვერ აკეთებდით, ეს მშობლების ბრალია. ხშირად „ტოქსიკური მშობლები” ბავშვებს არწმუნებენ, რომ მეტად ნიჭიერები და კრეატიულები უნდა იყვნენ. პატარებს კი ჰგონიათ, რომ თუ ასეთები გახდებიან,  მშობლებს უფრო ეყვარებათ.

  • დამცინავი იუმორი

ასეთი ტიპის ქცევა „ტოქსიკური მშობლებისთვისაა” დამახასიათებელი. ისინი ვითომ იუმორით, მუდმივად მიუთითებდნენ თქვენს ნაკლოვანებებზე, ეს იქნება წონა, ქცევა თუ სხვა.

  • თქვენი იდეების მიუღებლობა

„ტოქსიური მშობლებისთვის” დამახასიათებელია ლიდერობა. ისინი თვლიან, რომ ბავშვის აზრის გათვალისწინება არაა საჭირო და მუდამ საკუთარი იმპერატიული იდეებით მოქმედებენ. შესაბამისად, ისინი არასოდეს იზიარებენ შვილების მიერ გამოთქმულ ინიციატივებს.

  • ისინი ყოველთვის ითხოვენ გადაჭარბებულ ყურადღებას

მშობლების კიდევ ერთი შეცდომა შვილებისთვის წაყენებული გადაჭარბებული მოთხოვნაა, რომელიც ყურადღებას უკავშირდება. ისინი მიიჩნევენ, რომ სამყარო მათ გარშემო უნდა ბრუნავდეს და თქვენც ვალდებული ხართ, ისინი პრიორიტეტში გყავდეთ.

  • გიძნელდებათ ემოციების გამოხატვა

თუ თვლით, რომ ახლა ზედმეტად ცივი ხართ სხვების მიმართ, ესეც შესაძლოა „ტოქსიკური მშობლების” დამსახურებაა. საკუთარი თავისადმი ზედმეტი კრიტიკულობა იმ კომპლექსების ბრალია, რომელიც ბავშვობაში, აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომებისგან მოდის.

  • ჯერ ისინი, მერე თქვენ

როგორც წესი, ნებისმიერ ნორმალურ ოჯახში, ბავშვი პირველ ადგილზეა. თუ თქვენს ოჯახში იყო პირიქით, ჯერ ისინი და მერე თქვენ, ესეც უდიდეს შეცდომაზე მიუთითებს.

  • ისინი მუდამ გსაყვედურობდნენ საკუთარი შეცდომების გამო

თუ ბავშვობაში ხშირად გეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია, იცოდეთ, რომ მშობლები ცდებონენ. ძალიან ხშირად ისინი საკუთარ შეცდომებს ვერ აღიარებდნენ და თქვენს მიმართ აგრესიას ავლენდნენ.

  • ახლაც  გაშინებთ დამოუკიდებელი ცხოვრების იდეა

ეს თქვენი ბრალი არაა, ეს ბავშვობაში მშობლებისგან მიღებული ტრავმის ბრალია. ამასთან ბრძოლაა შესაძლებელია, მთავარია რა გატყდეთ და იგივე შეცდომები საკუთარ შვილებთან არ დაუშვათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები