LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ოსკაროსანი მსახიობი, რომელთა კარიერა ბავშვობიდან დაიწყო

997

ჩვენ შევარჩიეთ 10 ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი, რომლებმაც სხვადასხვა წელს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღეს. საინტერესო კი ისაა, რომ მათი სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო და ყველა მათგანის პირველი როლი სამუდამოდ დაგვამახსოვრდა.

ჯენიფერ კონელი

მსახიობმა კარიერა ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში დაიწყო. მისი ყველაზე პოპულარული როლი გახლდათ 1984 წელს გადაღებული ფილმი „ერთხელ ამერიკაში“. ოსკარი კი კონელიმ 2002 წელს აიღო ფილმში „ბრწყინვალე გონება“ ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

 

ლეონარდო დიკაპრიო

 

ლეონარდო დიკაპრიო ყველას გვახსოვს ფილმებიდან „აუთსაიდერები“, „მშობლები“ და „კბილოსნები 3“. სხვადასხვა წლებში ლეო 4-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და მხოლოდ 2016 წელს გახდა ამერიკის კინოაკადემიის რჩეული.

 

ანჯელინა ჯოლი

 

ჯონ ვოიტისა და მარშელინ ბერტრანდის ქალიშვილმა სამსახიობო კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო. ზუსტად 18 წლის შემდეგ კი ოსკარის მფლობელი გახდა ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმიდან „შეწყვეტილი ცხოვრება“.

 

ანა პაქუინი

 

„პიანინოში“ შესრულებული როლისთვის ან პაქუინმა ოსკარი 1993 წელს მიიღო. მაშინ მსახიობი ჯერ კიდევ 11 წლის იყო.

 

ბრი ლარსონი

 

მსახიობი ჰოლივუდის ა კლასის ვარსკვლავი მაშ შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს ოსკარი მიიღო ფილმში „ოთახი“ შესრულებული მთავარი როლისთვის. მისი კინოკარიერა კი 20 წლის წინ დაიწყო, როცა ლარსონმა პირველად ითამაშა სერიალში „ანგელოზის შეხება“.

 

ენ ჰეთეუეი

 

მსახიობი 16 წლის იყო, როცა პირველად გამოჩნდა სერიალში „იყავი ის რაც ხარ“. 15 წლის შემდეგ კი ჰეთეუეიმ თავისი პირველი ოსკარი მიიღო ფილმიდან „საბრალონი“.

 

ქეით უინსლეტი

 

ქეით უინსლეტი 5-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო კი 2009 წელს  მიიღო ფილმისთვის „მთარგმნელი“. წითურთმიანი მსახიობი პირველად 1991 წელს გამოჩნდა სერიალში „შავი მატერია“

 

ედრიან ბოუდი

 

მსახიობი 80-იან წლებში რამდენიმე ფილმში ვიხილეთ, როცა ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი 2003 წელს გადაღებული „პიანისტი“ აღმოჩნდა, რისთვისაც მან ოსკარი მიიღო.

 

რიზ უიზერსფუნი

 

მსახიობი პირველად 1991 წელს გამოჩნდა ფილმში „ადამიანი მთვარეზე“, სადაც მან 16 წლის გოგონას როლი განასახიერა. 15 წლის შემდეგ კი უიზერსფუნმა ნანატრი ოსკარი მიიღო ფილმისთვის „ზღვარის გადაკვეთა“.

 

ნიკოლ კიდმანი

 

80-იან წლებში 16 წლის ნიკოლ კიდმანი რამდენიმე კინოფილში გამოჩნდა. ყველაზე პოპულარული მათ შორის გახლდათ ავსტრალიური სერიალი „ბანკოკ-ჰილტონი“, სადაც ის უმკაცრეს კოლონიაში მყოფი უდანაშაულო ქალის როლს ასრულებს. ოსკარი კი კიდმანმა 2003 წელს მიიღო ვირჯინია ვულფის როლისთვის ფილმში „საათები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები