LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 რამ, რაც აუცილებლად უნდა წაშალოთ  “ფეისბუქის” პირადი გვერდიდან

132

უკვე აღარავინ დაობს, რომ სოციალური ქსელები ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.  “ფეისბუქი” ხშირად ოჯახურ და სხვა მიმდინარე პრობლემებსაც გვავიწყებს, არის შემთხვევები, როცა სოციალური ქსელი სამსახურეობრივი საქმეების მოგვარებაშიც გვეხმარება. ცხოვრება “ფეისბუქის” გარეშე უკვე წარმოუდგენელია, თუმცა არსებობს რისკებიც. სოციალური ქსელი იძლევა თქვენზე ინფორმაციას, რომელიც, შესაძლოა, მომავალში დიდი პრობლემების მომტანი გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და პრევენციისთვისგირჩევთ, რა ინფორმაციის დამალვა ღირს პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

  1. დაბადების თარიღი – ეს ის მონაცემებია, რომლითაც თქვენი მისამართი და საბანკო ანგარიშებიც კი ადვილი დასადგენია;
  2. ტელეფონის ნომერი – ეს ინფორმაციაც, უმჯობესია,  წაიშალოს პირადი ინფორმაციის გრაფიდან;
  3. ბევრი მეგობარი – ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი რობინ დანბერი ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია დაახლოებით 150 სტაბილური მეგობარი ჰყავდეს. შესაბამისად, დიდი ოდენობით მეგობრებს სოციალურ ქსელში რეალურ მეგობრობასთან არანაირი კავშირი აქვთ.
  4. პატარა ბავშვების ფოტოები – ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, ვიქტორია ნეშმა დასვა ძალიან საინტერესო კითხვა, მოეწონებათ კი მომავალში თქვენს შვილებს ის, რასაც თქვენ ანთავსებთ სოციალურ ქსელში?
  5. მოქმედებისა და ადგილმდებარეობის ამსახველი ფოტოები – ბოლო კვლევებით, მსოფლიოში განსაკუთრებულად იმატა მოზარდებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებმა, ამდენად, ნუ მისცემთ მიზეზს თქვენთვის უცნობ ადამიანებს გაიგონ თქვენი შვილების სასწავლებლის, საცხოვრებელი ადგილისა და გადაადგილების შესახებ;
  6. Check In – არაა აუცილებელი ყოველთვის მიუთითოთ იმის თაობაზე, სად იმყოფებით. ეს ინფორმაციაც პირადია და სჯობს სწორად დაალაგოთ პრიოროტეტები;
  7. სად და როდის აპირებთ შვებულების დროს გამგზავრებას კვლევის თანახმად,ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებულად  ხშირია ქურდობის ფაქტები. ფაქტობრივად, თქვენ წინასწარ უთითებთ პოტენციურ მძარცველს, როდის არ იქნებით სახლში;
  8. ინფორმაცია სოციალური სტატუსის შესახებ – ეს კიდევ ერთი უხერხული და ძალიან პირადი ინფორმაციაა, რომლის სხვებისთვის გაზიარებისას არგუმენტირებული მიზეზი უნდა გქონდეთ. წინასწარ უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა გაუზიაროთ სხვებს ახალი ურთიერთობების შესახებ, რომელიც, შესაძლოა, მალე დასრულდეს;
  9. საკრედიტო ბარათის მონაცემი – ამ ინფორმაციის განთავსებას კატეგორიულად არ გირჩევთ;
  10. პირადი ხელმძღვანელის წვდომა თქვენს პაროლსა და სხვა მონაცემებზე -შესაძლოა გარკვეული სამსახურეობრივი მოტივთ, პირადმა ხელმძღვანელმა თქვენი პაროლი მოითხოვოს. ცხადია, ეს დაუშვეებლი ფაქტია და სრული უფლება გაქვთ, ამაზე უარი განაცხადოთ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები