LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 რამ, რასაც წარმატებული ქალები არასდროს აკეთებენ

436

წარმატების მიღწევა ბევრ ქალბატონს სურს, მაგრამ ხშირად, არ იციან საიდან დაიწყონ. იღბლიანი შემთხვევა, გამართლება თუ თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი –  ძნელია წარმატებას ერთი ცალსახა ახსნა მოვუძებნოთ. შეიძლება იღბალს გარკვეული გავლენა ჰქონდეს, თუმცა, წარმატება და წარუმატებლობა მაინც ჩვენზეა დამოკიდებული.

არსებობს უნივერსალური წესები, რომელსაც ყველა წარმატებული ქალი იცავს.

#1 წარმატებული ქალები არ წუწუნებენ

წარმატებული ქალები ყოველთვის შედეგზე არიან ორიენტირებულნი. ძლიერი ქალები მარტივ გზას არასდროს ირჩევენ,  ისინი პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ გადაწყვეტილებაზე,არ უშინდებიან გამოწვევებს და რაც მთავარია, ნაცვლად წუწუნისა, არასასიამოვნო სიტუაციის გამოსწორებაზე ფიქრობენ.

 

 

#2 წარმატებული ქალები პრობლების გადასაწყვეტად კაცებს არ ეძებენ

წარმატებულ ქალებს ერთი რამ აერთიანებს – თითოეული მათგანი საკუთარი ძალებით ცდილობს სამყაროს შეცვლას. ძლიერ ქალებს ჩრდილში ყოფნა არ უყვართ. პოზიცია „მამაკაცი-მოწყალე“  მათთვის სრულიად წარმოუდგენელია.  სირთულეების დროს წარმატებული ქალები არ ნებდებიან და სხვა ადამიანებს, კერძოდ, კაცებს არ სთხოვენ საკუთარ თავზე აიღონ მათი პრობლემა.

 

 

#3 არ ჭორაობენ

ქალი,  რომელიც  წარმატებისკენ ილტვის , არასდროს ხარჯავს დროს და ენერგიას სხვა ადამიანების ცხოვრებაზე საჭორაოდ. სხვების განსჯა და ჭორაობა წარუმატებელი ადამიანის ჩვევაა.

 

 

#4 არასდროს წყვეტენ საკუთარ თავზე ზრუნვას

წარმატებული ქალისთვის არ არის სულერთი თუ როგორ გამოიყურება, მას  ფორმის და ენერგიის შენარჩუნება სჭირდება, ამიტომ ყოველთვის მისდევს საკუთარ რეჟიმს, უვლის თავს, ზრუნავს ჯანმრთელობასა და  გარეგნობაზე.

 

 

#5 არ ვარდებიან სასოწარკვეთაში

წარმატებული ქალები მოვლენების უარყოფითად განვითარების შემთხვევაში  სასოწარკვეთაში არ ვარდებიან. არ უგულებელყოფენ თავიან შიშებს, პირიქით, მათთან დაპირისპირებას ამჯობინებენ, ამის საუკეთესო გზა კი ფიქრების, ემოციებისა და ქცევების კონტროლია, რომელიც მდგრადი ფსიქიკით მიიღწევა.

 

 

#6 ცდილობენ არ გახდნენ მანიპულაციის მსხვერპლი 

თქვენ ვერ შევხდებით წარმატებულ ქალს, რომელიც  ვინმეს   მანიპულაციის საშუალებას მისცემს. არ აქვს მნიშვნელობა სიტუაციას. ძლიერი, შემდგარი ქალები ყოველთვის ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპით –  „იმოქმედე ისე, თითქოს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული“.

 

#7 არ ვარდებიან დერესიაში

ეს ქალების წარმატების კიდევ ერთი ფორმულაა – მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი კრიზისული პერიოდი აქვთ, ქალები ამის გამო დეპრესიაში არ ვარდებიან. პირიქით, ცდილობენ, საკუთარი შრომისუნარიანობით, და მებრძოლი სულისკვეთებით გადალახონ ბარიერები და წინაღობები

 

 

 

#8 არ კარგავენ საკუთარი თავის რწმენას

ყველას არ ესმის,  რომ წარმატების უკან დგას შეუპოვრობა , შრომა, ზოგჯერ შესაძლებლობის ზღვარს გაცდენილიც კი. კიდევ  უამრავი შეცდომა, წარუმატებლობა და იმედგაცრუება.ზოგი ამ კოლოსალური დატვირთვისთვის არც მორალურად და არც ფიზიკურად მზად არ არის. ზოგს კი შეუძლია ამ გზის ბოლომდე გავლა, ამაში კი მხოლოდ  საკუთარი თავის რწმენა დაგეხმარებათ . სწორედ ამიტომ წარმატებული ქალი არასოდეს ამბობს – „არ შემიძლია“

 

 

 

 

#9 არ ტოვებენ კონფლიქტურ სიტუაციას

გასაკვირი არაა, რომ წარმატებული ქალები ცხოვრებაში კონფლიქტსა და კრიტიკას ხშირად ეჯახებიან, თუმცა,  მათი ატმოსფეროდან არ გარბიან. ძლიერი ქალები, ცდილობენ რაც შეიძლება მალე გაარკვიონ,  რა არის მათი  ოპონენტის წინააღმდეგობის მიზეზი, ამის შემდეგ შესაფერის რეაგირებასაც ახდენენ, რათა გარშემომყოფები  მათი ხასიათის სიძლიერეში არ დაეჭვდნენ

 

 

#10 არ ჩერდებიან!

ძლიერ ქალს ვერაფერი ვერ შეაჩერებს, არ აქვს მნიშნელობა რამდენად რთულია საქმე.  წარმატებულმა ქალმა  მის გაგრძელებაზე უარი არ უნდა თქვას. წარმატებულმა ქალებმა იციან , რომ სიტყვები – „ვნებდები“ ან „არ შემიძლია“ მხოლოდ მათ  ავტორიტეტს აზიანებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები