LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 რომანტიკული ფრანგული კომედია, რომელსაც უქმეებზე უნდა ჩაუსხდეთ

2800

“ფორტუნამ” შეარჩია ფრანგული იუმორით გაჟღენთილი 10 რომანტიული კომედია, რომელიც უქმეებზე  ფანტასტიკურ განწყობას შეგიქმნით.

პარიზო, მე შენ მიყვარხარ / Paris, je t’aime

ფილმში თავმოყრილია რამდენიმე ემოციური ამბავი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებს. ესა არის ერთ ფილმად შეკრული 18 ამბავი, რომელიც გამორჩეულია სიუჟეტითა და სამსახიობო ანსამბლით.

მექალთანე / L’arnacoeur

ფილმის მთავარი გმირი ალექსია, რომელიც დასთან და მის ქმართან ერთად შეყვარებული წყვილების დაშორებთაა დაკავებული. გმირებს აქვთ კრედო,  ისინი მხოლოდ არასერიოზულ ურთიერთობებს ამსხვრევენ. ერთ მშვენიერ დღეს ალექსი გადაწყვეტს პრინციპს უღალატოს და იდეალური წყვილის ცხოვრება დაანგრიოს.

საწოლს მიღმა  / De l’autre côte du lit

არიანასა და ჰიუგოს ურთიერთობა უკვე 10 წლიან ისტორიას ითვლის. ამ წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემები მათ ბედნიერი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. იმისთვის, რომ ოჯახი შეინარჩუნონ, მეუღლეები გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ. ცოლი კომპანიის მმართველი ხდება, ხოლო ქმარი, დიასახლისის ფუნქციებს ითავსებს.

ვითომ შეყვრაებული / 20 ans d’ecart

ფილმის მთავარი გმირი გოგონაა, რომელიც აკეთებს ყველაფერს, რათა მოდური ჟურნალის რედაქტორი გახდეს. კომპანიის დირექტორი კი თვლის, რომ ამ თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატურა ავანტიურისტი ახალგაზრდა მამაკაცია. ფილმის გმირი გადაწყვეტს, საკუთარ კონკურენტთან რომანი გააბას. ამ უკანასკნელს კი ის რეალურად უყვარდება.

სიყვარული ჰაერში / Amour & turbulences

ფილმის მთავარი გმირები მექალთანე ანტუანი და იდეალური გოგონა, ჯული არიან. ისინი ერთმანეთს ხვდებიან, თუმცა მალევე შორდებიან. სამი წლის შემდეგ წყვილის გზები თვითმფრნავში გადაიკვეთება. ჯული ყოფილ შეყვარებულს ატყუებს, რომ მალე დაქორწინებას აპირებს. ანტუიანი კი ცდილობს გოგონა გადაარწმუნოს. მოულოდნელად ორივე აღმოაჩნეს, რომ მათ შორის დიდი სიყვარულია.

შემთხვევითი რომანი  / De vrais mensonges

ფილმის გმირი ცდილობს დაეხმაროს დედას დეპრესიის დაძლევაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ქმარს დაშორდა. ერთ მშვნერიერ დღეს ის იღებს ანონიმურ სასიყვარული წერილს და გადაწყვეტს საკუთარი სახელი დედის სახელით ჩაანაცვლოს. გაირკვევა, რომ მას არა მარტო წერილების წერის ნიჭი გააჩნია, არამედ აქვს შანსი, დედას ახალი სიყვარულის პოვნაში დაეხმაროს.

ანონიმური რომანტიკოსები / Les émotifs anonyms

კონდიტერი ჟან-რენე და მისი თანაშემწე ანჟელიკა იდეალური წყვილი არიან. ისინი საოცრად ჰგვანან ერთამენთს. ერთადერთი რაც მათ ურთიერთობას უშლის ხელს, არის წყვილის მოკრძალებული ხასიათი.

ალუბალი საახალწლო ტორტზე / La cerise sur le gateau

ფილმის მთავარი გმირი ელეგანტური და საოცრად ემოციური ქალბატონია, რომელიც თვლის, რომ მამაკაცებთან ურთიერთობას ვერასოდეს ააწყობს. ერთ მშვენიერ დღეს მის ცხოვრებაში ახალგარზდა მამაკაცი, ანტუანი ჩნდება.

კაპრისი / Caprice

აკრძალული სიყვარულის ისტორია, რომელიც მასწავლებელს, მის უახლოეს მეგობარსა და ახალგაზრდა გოგონას, კაპრისს აერთიანებს.

ალადინის ახალი თავგადასავლები / Les nouvelles aventures d’Aladin

ყველასთვის საყვარელი ზღაპრის განსხვავებული ინტერპრეტაცია. ფილმში მოვლენები ბაღდათში ვითარდება, რომლის ციხესიმაგრეშიც ულამაზესი პრინცესა ცხოვრობს. ერთ მშვენიერ დღეს ის თავგადასავლების ძიებაში სახლიდან იპარება და ალადინს გაიცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები