LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საინტერესო ფაქტი შვეიცარიაზე

7808

შვეიცარია არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელიც არასდროს ერევა საერთაშორისო კონფლიქტებში, თვითონ აწარმოებს პრაქტიკულად კვების ყველა პროდუქტს, საკუთარ ბანკებში მსოფლიოს ფინანსების დაცვით კი, თავდაცვასაც მშვენივრად ახერხებს.

დროშა – შვეიცარია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლის დროშა არა მართკუთხედი, არამედ კვადრატულია. მეორე ქვეყანა კვადრატული დროშით – ვატიკანია, რომ არაფერი ვთქვათ ნეპალზე და მის სამკუთხედ დროშაზე.

კავშირი ვატიკანთან – შვეიცარული გვარდია, რომელიც რომის პაპს, მის რეზიდენციას და მთელ ვატიკანს იცავს, მსოფლიოს უძველესი გვარდია და ვატიკანის ერთადერთი შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც მხოლოდ 110 ჯარისკაცს აერთიანებს. წმინდა არმიაში მოსახვედრად ახალწვეულმა, რომელიც აუცილებლად მკვიდრი შვეიცარიელი და კათოლიკე უნდა იყოს, ოთხთვიანი სამსახური ჯერ შვეიცარიის არმიაში უნდა გაიაროს.

დედაქალაქი – ბევრს შვეიცარიის დედაქალაქი ბერნი ჰგონია, სადაც სამთავრობო ოფისებია მოთავსებული. სინამდვილეში, ბერნი მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიული და ადმინისტრაციული ცენტრია, ოფიციალური დედაქალაქი კი შვეიცარიას არ აქვს (ფედერალური კონსტიტუციის თანახმად, შვეიცარიაში დედაქალაქის ცნება არ არსებობს).

უქმეების მშვიდი საღამოები – კვირადღეს ყველა მაღაზია იკეტება, შვეიცარიელები კი, გვიან იღვიძებენ და მთელ დღეს ოჯახის წევრებთან ატარებენ. კატეგორიულად აკრძალულია დასვენების დღეებში „ხმაურით“ მუშაობა – მანქანის გარეცხვა, შუშის ბოთლების უტილიზაცია ან თუნდაც სარეცხის გარეცხვა. სამუშაო დღეებში კი, საღამოს 10 სააათის შემდეგ არ შეიძლება მუსიკის მოსმენა და აბაზანის ხმაურით ავსება.

საკვები – 2018 წელს შვეიცარია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მწერებით დამზადებული საკვების გაყიდვა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ამგვარი საკვები ბევრად მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე ქათმის ხორცი და უფრო სასარგებლოა. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ ქვეყანამ ახალი კანონი მიიღო, რომელიც კიბორჩხალებისა და ლობსტერების უფლებებს იცავს – ახლა შვეიცარიელები ვალდებული არიან ზღვის არსებები ჯერ გააბრუონ და მხოლოდ მერე  მოხარშონ, რადგან ძალიან მგრძნობიარე ლკანგუსტები კიბორჩხალებთან ერთად მდუღარე წყალში შოკს განიცდიან.

ყველი და შოკოლადი – შვეიცარიელები მსოფლიოში ყველაზე მეტ შოკოლადს (12 კგ. წელიწადში) და ყველს (21 კგ.წელიწადში) მიირთმევენ. შოკოლადი შვეიცარიის მთავარი საექსპორტო პროდუქტია და ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ 18 კომპანია მსოფიოს  სხვა ქვეყნებში 120 000 ტონა შოკოლადს ჰყიდის.

საათი – ქვეყნის სავიზიტო ბარათი მექანიზმია, რომლის შეტანას იუნესკო საკუთარ არამატერიალური კულტურული მემკვიდეობის ნუსხაში აპირებს. შვეიცარიაში ბევრად მეტი საათის ფაბრიკაა, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. სხვათაშორის, თუ ქვეყნის საზღვარი გაყალბებული შვეიცარული საათით გადაკვეთეთ, მებაჟე ვალდებულია საათი ჩამოგართვათ და გაანადგუროს.

შვეიცარული გამოგონება – სწორედ შვეიცარიაში გამოიგონეს ცელოფანი, სამხედრო დანა და კარტოფილის საფცქვნელი, მიუსლი, LSD და Helvetica-ს შრიფტი. რამდენიმე წლის წინ კი, შვეიცარიელებმა ალპური ჰაერის გაყიდვაც დაიწყეს პატარა ბალონებით.

სიმბოლიკა – შვეიცარიის საზღვრებს გარეთ შეძენილი ნებისმიერი ნივთი ქვეყნის სიმბოლოკით – დროშით ან გერბით, აუცილებლად მკაცრ შემოწმებას გადის ხარისხზე.

მდებარეობა – ქვეყანა 70 ულამაზესი ტბის პატრონია. შვეიცარიელები ხუმრობენ კიდეც, რომ მათ ქვეყანაში ყოველ 16 კილომეტრში ტბა, მთები და ულამაზესი ბუნებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები