LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საუკეთესო მიმართულება – ევროპის რომელ ქალაქს ვეწვიოთ?

163

მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გზამკვლევი, Lonely Planet ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ათეულს აქვეყნებს. რეიტინგის სათავეში ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები მოექცა. როგორც Lonely Planet-ი წერს, ხორვატიის დედაქალაქში ტურისტები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ თავშესაფარს ნახავენ. ამასთან, ამ ქალაქში განსაკუთრებით საინტერესოა ქუჩის მხატვრობა და ღია კაფეები.

რაც შეეხება რეიტინგის დანარჩენ ქალაქებს, სიაში მოხვდნენ ასევე:

  • გოთლენდი – შვედეთში მდებარე ქალაქი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე მზიან ადგილად მიიჩნევა;
  • ჩრდილოეთ მონტენეგრო – გამოცემა აქ მოგზაურობას მშვიდი დასვენების მოყვარულებს ურჩევს; 
  • ლიდსი – დიდი ბრიტანეთის პატარა ქალაქია, რომელიც მანჩესტერის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას “ღამის ბუების” ქალაქს უწოდებენ;
  • ალენტეოა – პორტუგალიაში მდებარე ქალაქი, რომელსაც გამოცემის ინფორმაციით, იდუმალი მიმზიდველობა აქვს; 
  • ჰამბურგი – გამოცემა წერს, რომ გერმანია ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი წელიწადის ყველა დროსაა. 

Lonely Planet-ის ათეულის ბოლო ადგილს იკავებს ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქი- ჰავრი. მის წინ კი არიან: კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი პაფოსი,  პორტუგალიის ქალაქი ალტენოა, ესპანეთში მდებარე გალისიას რეგიონი, თავისი მთავარი ქალაქით- სანტიაგო დე კომპოსტელათი. გამოცემის მიერ შედგენილ რეიტინგში საპატიო ადგილს იკავებს მოლდოვაც, თავისი დედაქალაქითა და სხვა რამდენიმე ქალაქით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები