LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საუკეთესო პროდუქტი დეტოქსიკაციისთვის

397

საკმაოდ მარტივია ტოქსინებისა და ზედმეტი სითხისგან განთავისუფლება, იმუნიტეტის გაძლიერება და დაკარგული ენერგიის აღდგენა თუ სწორად შევარჩევთ კვების რაციონს.

* ბროკოლი, არა მხოლოდ საუკეთესო დიეტური პროდუქტია, არამედ ორგანული ნაერთებით  მდიდარი ბოსტნეულიც, რომელსაც ანტიბაქტერიული ეფექტიც აქვს და სიმსივნის განვითარების რისკსაც ამცირებს.

* დეტოქს-პროდუქტებს შორის ჩემპიონი ჭარხალია, რომელიც  შლაკებისგან წმენდს ორგანიზმს და მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

* გამა-ამინოზეთის მჟავით მდიდარი ოსპი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პარკოსანი კულტურაა, რომლის უკმარისობა რაციონში დეპრესიას იწვევს.

* ხსნადი უჯრედისი, რომელსაც დიდი ოდენობით შეიცავს ვაშლი, ნაწლავების „ბინადარი“ სასარგებლო ბაქტერიების საუკეთესო საკვებია, ჯანსაღი მიკროფლორა კი, არა მხოლოდ ძლიერი იმუნიტეტის გარანტიაა, არამედ ვიტამინების სინთეზზეც აგებს პასუხს.

* კენკროვანებს შორის მაყვალი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს უძლიერეს ანტიოქსიდანტს – ანტოციანს და ორგანიზმს იმ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს, რომლებიც განსაკუთრებით მეგაპოლისის მაცხოვრებლებს აყენებენ ზიანს.

* თუ მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს (მწვანე სალათს, ნიახურს, კომბოსტოს, ისპანახს) ცოცხლად ან სმუზის სახით მიირთმევთ, წვნიანს დაუმატებთ ან უბრალოდ სალათს გააკეთებთ, თქვენი ღვიძლი ყოველთვის დაცული იქნება ტოქსინების – პესტიციდებისა და მძიმე მეტალებისგან მავნე ზემოქმედებისგან.

* С- ვიტამინით მდიდარი ლიმონის ზემოქმედებით ტოქსინები და შლაკები მარტივად იხსნებიან წყალში და ორგანიზმიც სწრაფად თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან. მოამზადეთ ნატურალური ლიმონათი ან მიირთვით სალათი ლიმონის წვენით, ცხელ კერძებთან კი,  ლიმონიანი და თაფლიანი წყლით ისიამოვნეთ.

* ნიორს ორი უნიკალური თვისება აქვს – გულის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს და ააქტიურებს ღვიძლის ენზიმების გამოყოფას, რაც თავის მხრივ ორგანიზმს შლაკებისგან განთავისუფლებაში ეხმარება.

* თუ შეშუპებისგან და ჭარბი კილოგრამებისგან განთავისუფლება გსურთ, უარი თქვით შავ ჩაიზე და ყავაზე მწვანე ჩაის სასარგებლოდ, რომელიც ანტიოქსიდანტების წყალობით ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან ანთავისუფლებს, კატეხინების დახმარებით კი, ღვიძლის მუშაობას ააქტიურებს.

* ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი წყალმცენარეები, განსაკუთრებით სასარგებლო საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაა, რადგან სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებენ ორგანიზმს ტოქსინებისგან და მავნე შლაკებისგან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები