LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საუკეთესო ქალაქი ახალგაზრდებისთვის

173

ბარსელონა, ამსტერდამი, ბერლინი თუ ლისაბონი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დანიშნულებების, რომლებიც 30 წლამდე ადამიანებისთვის იდეალური ადგილებს წარმოადგენს. სიაში მოხვედრილი თითოეული ქალაქი განსაკუთრებულია და შესაძლებლობებისა თუ გართობის მიქსს წარმოადგენს.

სიის პირველ ადგილს კი სრულიად დამსახურებულად – ბარსელონა იკავებს. კატალონიის დედაქალაქი საუკეთესო არამხოლოდ სამუშაო შესაძლებლობებით, არამედ საკვებით, კულტურით, ლუდითა და ტურიზმითაცაა. ამასთან, ქალაქს ჯანდაცვის კუთხითაც ყველაფერი რიგზე აქვს, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის, აბა ბარსელონაში ცუდად როგორ უნდა იყო.

მეორე პოზიციას კი მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი და ცოცხალი ქალაქი, ამსტერდამი იკავებს. ყველაზე ლიბერალური ქალაქი განსხვავებული ცხოვრებიუსელი პოზიციების მქონე ადამიანებს აერთიანებს და ახალგაზრდები თავს იქ მართლაც ყველაზე კომფორტულად გრძნობენ.

30 წლამდე ადამიანების ცხოვრების მთავარი ფილოსოფია – ბევრი საქმე და შემდეგ ბევრი დასვენებაა. ბერლინი კი მსოფლიოში ცნობილი სწორედ ღამის ცხოვრებით და სამუშაო შესაძლებლობებითაა.

დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული პორტუგალიის დედაქალაქი მოულოდნელად დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა და საცხოვრებლად თუ სამოგზაუროდ საუკეთესო ადგილად იქცა. საუკეთესო კი ლისაბონი ცხოვრების ღირებულების, ადგილობრივი სამზარეულოს, იაფი ლუდითა და კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო გახდა. ეს კი არის ის ყველაფერი, რასაც ახალგაზრდები ეძებენ.

ანტვერპენი საუკეთესოს წოდებას უამრავი მიზეზის გამო იმსახურებს. მათ შორის აღსანიშნავია თუნდაც ის, რომ ბელგიურ ქალაქს ძალიან ცოცხალი ღამის ცხოვრება და სწრაფი ინტერნეტი აქვს. ამასთან, ანტვერპენი სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებსაც ხშირად მასპინძლობს.

ფრანგულ ლიონი ჯანსაღი, სუფთა გარემოთი გამოირჩევა. ამასთან ქალაქში ძალიან სწრაფი ინტერნეტი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტიცაა. ღამის ცხოვრება კი ქალაქს ახალგაზრდებისთვის მართლაც სრულყოფილ დანიშნულებად აქცევს.

პარიზი საუკეთესო – ჯანდაცვითა და ღამის ცხოვრებით გახდა. საფრანგეთის დედაქალაქი კულტურული საზრდოს მაძიებლებს – უნიკალურ ხელოვნებას, მუსიკასა თუ სხვადასხვა სანახაობებს სთავაზობს. ხოლო, რაც შეეხება კულინარიას თუ ხელმისაწვდომ ლუდს, ამ მხრივ პარიზი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

ბუნებრივი სილამაზით სახელგანთქმული ციურიხი ულამაზესი ტბებითა და ალპებითაა გარშემორტყმული. შვეიცარიულ ქალაქში კრიმინალის დაბალი დონე, სუფთა ჰაერი, იდეალური სატრანსპორტო სისტემა და მართლაც უგემრიელესი სამზარეულოა. ეს ყველაფერი ქალაქს მართლაც საუკეთესო დანიშნულებად აქცევს.

ვალენსია ლიდერთა სიაში ხელმისაწვდომი საცხოვრებლით, ჯანდაცვით, კულინარიული შედევრებითა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით მოხვდა. ამასთან, ესპანურ ქალაქში უგემრიელესი ლუდისა და დაუვიწყარი ღამის ცხოვრების ნახვაცაა შესაძლებელი.

ლონდონი რომ ტურისტთა საყვარელი ქალაქია – საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ქალაქი ამ სტატუსს მრავალფეროვანი კლუბებისა და კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო იმსახურებს. ამასთან, რთულია ყურადღება არ მიაქციო იმ ათობით ბრენდულ თუ ნაკლებად ბრენდულ მაღაზიას, რომლებსაც მოდის მოყვარულები გულგრილად ვერ ჩაუვლიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები