LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

“გვირგვინი” – The Crown

დეკემბრის თვეში Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ისტორიული სერიალის “გვირგვინი” (The Crown) პრემიერა შედგა. გასულ წელს პროეტმა “ოქროს გლობუსი” საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაციაში მოიპოვა, ბრიტანელი კლერ ფოი, ელიზაბეტ მეორეს როლით კი, საუკეთესო დრამატული მსახიობის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. წელს სერიალი ისევ მოხვდა “ოქროს გლობუსის” პრეტენდენტებს შორის. პროექტის შემქმნელები აგრძელებენ ინგლისის დედოფლის პირადი ცხოვრების თხრობას ბრიტანეთის იმპერიის ისტორიის ფონზე და ეს, მართლაც ძალიან საინტერესოა.

კლეფ ფოისთვის სერიალი ერთგვარ ტრამპლინად იქცა დიდ კინოში, წელს მსახიობი ორ დიდ პროექტში – ლისბეტ სალანდერის როლით “გოგონა დრაკონის ტატუთი” და შარშანდელი ტრიუმფატორის დემიენ შაზელის ახალ ნამუშევარში “პირველი ადამიანი” გამოჩნდება. სხვათაშორის, ნილ არმსტრონგზე გადაღებულ ფილმში მთავარი როლი რაიან გოსლინგს ერგო.

ყველაფრის ოსტატი – Master of None

Netflix-ის კიდევ ერთი პროექტი – Master of None, უკვე მეორედაა “ოქროს გლობუსის” პრეტენდენტი საუკეთესო კომედიის ნომინაციაში, აზიზ ანსარი კი, საუკეთესო ტელეკომიკოსის კატეგორიაში ეცდება პრემიის მოპოვებას.

აზია ანსარის საავტორო პროექტმა (სწორედ მან დაწერა, გადაიღო რამდენიმე ეპიზოდი და შეასრულა მთავარი როლი) გამოსვლისთანავე დაიმსახურა მაყურებლის სიმპათია და “ოქროს გლობუსის” ნომინაციასთან ერთად “ემის” პრემიაზეც იქნა წარდგენილი, თავად ანსარიმ კი, ადამიანებს შორის ურთიერთობაზე საკმაოდ საინტერესო წიგნის ავტორი გახდა. მეორე სეზონზე მოქმედება ისევ ნიუ-იორკი ვითარდება, მთავარ როლს კი, მომხიბვლელი იტალიელი ალესანდრა მასტრონარდი ასრულებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვუდი ალენის “რომაულ თავგადასავლებში” გამოჩნდა.

“საოცარი მისის მეიზელი” – The Marvelous Mrs Maisel

Amazon-ის კომედიური პროექტი “საოცარი მისის მეიზელი” (The Marvelous Mrs Maisel), რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და უკვე  გახდა “ოქროს გლობუსის” პრეტენდენტი საუკეთესო კომედიის ნომინაციაში, მსახიობს რეიჩელ ბროსნაჰანს კი, რომელმაც მეორე პლანის როლები შეასრულა სერიალებში “ჭორიკანა” და “ბანქოს სახლი” ამჯერად მთავარი როლი და “ოქროს გლობუსის” პირველი ნომინაცია ერგო.

“ცოდვილი” – Sinner

ნომინანტების სიაში მოხვდა არხის USA პროექტი – კრიმინალური დრამა “ცოდვილი ქალი” (Sinner), რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ აიღო სტარტი, თუმცა უკვე მოასწრო საუკეთესო  მინი-სერიალის ნომინაციის მოპოვება. პირველადაა წარდგენილი “ოქროს გლობუსის” პრემიაზე ჯესიკა ბილიც. სამწუხაროდ, ვუდი ალენის ახალი პროექტი “საოცრების ბორბალი”, სადაც მისმა მეუღლემ ჯასტინ ტიმბერლეიკმა შეასრულა მთავარი როლი, ვერ მოხვდა “ოქროს გლობუსის” პრეტენდენტებს შორის.

“ფარგო” – Fargo

ოქროს გლობუსის” short-list-ში მოხვდა Fox-ის კრიმინალური დრამა “ფარგო” (Fargo), რომლის მესამე სეზონში ევან მაკგრეგორი ერთდროულად ორ როლს ასრულებს და ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ პრესტიჟულ პრემიაზეცაა წარდგენილი.

როგორც ჩანს, პროექტი მსახიობისთვის ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე თავად წარმოედგინა, რადგან სწორედ “ფარგოს” გადაღებებზე შეხვდა ახალ სიყვარულს – მერი ელიზაბეტ უისტენდს. არაა გამორიცხული პროექტმა მსახიობს პირველი “ოქროს გლობუსი” მოუტანოს, თუმცა ბრძოლა საკმაოდ სერიოზული იქნება, რადგან კონკურენციას რობერტ დენირო HBO-ს პროექტში “მატყუარა, დიდი და საზარელი” შესრულებული როლით, ჯუდ ლოუ HBO-ს სერიალში “ახალგაზრდა მამა” ნამუშევრით და კაილ მაკლოკლენი გაუწევენ ShowTime-ის პროექტიდან “ტვინ პიქსი”.

“დიდი პატარა ტყუილები” – Big Little Lies

“ოსკარისა” და “ოქროს გლობუსის” მფლობელი ნიკოლ კიდმანი ამჯერად პარტნიორობას რიზ უიზერსპუნს გაუწევს, რომელიც “ოქროს გლობუსზე” საუკეთესო სატელევიზიო მსახიობის ნომინაციაში სწორედ HBO-ს პროექტში “დიდი პატარა ტყუილები”(Big Little Lies) შესრულებული როლითაა წარდგენილი. ლიანა მორიარტის ამავე სახელწოდების ბესტსელერის სცენარზე მიშელ პფაიფერის მეუღლემ დევიდ კელიმ იმუშავა. ასე რომ, საინტერესო სიუჟეტი, ბრწყინვალე მსახიობების (ალექსანდრ სკარსგარდი, შეილინ ვუდლი და ლორა დარენი) ანსამბლი, კალიფორნიული სანაპიროს ფანტასტიკური ხედები და შესანიშნავი საუნდთრეკი, ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედს. სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ პროექტის პროდიუსერებმა დაადასტურეს, რომ სერიალი აუცილებლად გაგრძელდება, მაყურებელი კი, მომავალშიც იხილავს კიდმანისა და უიზერსპუნის დუეტს.

“ტბის მწვერვალი: ჩინელი გოგონა” – Top of the Lake: China Girl)

“ოქროს გლობუსის” ნომინანტია სერიალიც”ტბის მწვერვალი: ჩინელი გოგონა” (Top of the Lake: China Girl), ნიკოლ კიდმანისა და ელიზაბეტ მოსის მონაწილეობით. 2014 წელს მოსი უკვე დაჯილდოვდა “გლობუსით”, წელს კი,  Hulu-ს პროექტში, მარგარეტ ეტვუდის რომანის მიხედვით შექმნილ, სიურრეალისტურ დრამაში “მოსამსახურე ქალის მოთხრობა”  (The Handmaid’s Tale) შესრულებული როლითაა პრემიაზე წარდგენილი.

სხვათაშორის, 1989 წელს “ოსკარისა” და “ოქროს პალმის რტოს” მფლობელმა ფოლკნერ შლონდორფმა იმავე რომანის ეკრანიზაცია ფეი დანაუეისა და რობერტ დიუვალის მონაწილეობით განახორციელა.

“განქორწინება” – Divorce

HBO-ს პროექტის “განქორწინება” მეორე სეზონი იანვარში აიღებს სტარტს, მთავარ როლს კი, “ოქროს გლობუსის” ხუთგზის მფლობელი სარა ჯესიკა პარკერი შეასრულებს, რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის განქორწინების ყველა სირთულეს.

“სამშობლო” – Homeland

Showtime-ის პროექტმა “სამშობლო” (Homeland), რომელიც 2011 წლიდანაა ეთერში, გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და ჯაშუშური ექშენიდან ჯაშუშურ დრამად იქცა. უცვლელი მხოლოდ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტი კეტი მეტისონი დარჩა თავისი ბიპოლარული აშლილობით, მისი როლის შემსრულებელმა კლერ დეინსმა კი, უკვე მოსაწრო ორი “გლობუსის” მოპოვება და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელემსახიობი ქალბატონების საუკეთესო ათეულში მოხვედრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები