LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სერიალი, სადაც ლეგენდარული მსახიობები მონაწილეობენ

1089

სატელევიზიო სერიალების რეიტინგი ბოლო დროს იმდენად მაღალია, რომ ბევრი მათგანი შემოსავლით ლეგენდარული რეჟისორების მიერ შექმნილ კინოსურათებსაც კი უსწრებს. ბოლო დროს ამერიკულ სერიალებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით მაღალი კლასის ვარსკვლავებს. მოდით ვნახოთ ის საუკეთესო სერიალები, სადაც საუკეთეო მსახიობები მონაწილეობენ.

 

„ბანქოს სახლი“ – კევინ სპეისი

ოსკაროსანი სპეისი სერიალში ამბიციურ კონგრესმენს, ფრენსის ანდერვუდს განასახიერებს, რომელიც საკუთარი გეგმის შესასრულებლად ყველაფერზე წავა. სერიალმა კევინ სპეისის „ოქროს გლობუსისა“ და „ემის“ არაერთი ნომინაცია მოუტანა.

„საშიში ზღაპრები” –  ევა გრინი და ტიმოთი დალტონი

ამ სერიალის მთავარი გმირები ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების ბოროტი გმირები არიან. ევა გრინი რამდენჯერმე იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსსა“ და Critics’ Choice Television Awardsზე. თავად სერიალს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული და ის საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს დააინტერესებს.

„ჰუდინი” – ედრიან ბროუდი

სერიალი ცნობილი ილუზიონისტის, ჰარი ჰუდინის ცხოვრების უცნობ ფაქტებზე მოგვითხრობს. ამ ისტორიულ დრამას კრიტიკოსების მხრიდან კარგი შეფასებები მოჰყვა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ლეგენდარული მაგის როლს სერიალში ოსკაროსანი ედრიან ბროუდი ასრულებს.

„ველური დასავლეთის სამყარო” – ენტონი ჰოპკსინი

HBO-ს ამ პოპულარულ სერიალს IMBD-ზე უკვე 9.1 რეიტინგი აქვს. სერიალმა მიიღო კრიტიკოსთა გილდიის ჯილდო და ნომირებული იყო „ოქროს გლობუსზეც“. ფილმი, რომელიც თავგადასავლებით სავსე გასართობ პარკზე გვიყვება, საოცარია იმითაც, რომ მასში მთავარ როლს ენტოპი ჰოპკინსი ასრულებს. ლეგენდარული მსახიობი სერიალში ექიმ რობერტ ფორდის როლს განასახიერებს.

„ღამის ადმინისტრატორი” – ჰიუ ლორი

ამ სერიალში შესრულებული როლისთვის ჰიუ ლორიმ კიდევ ერთხელ აიღო „ოქროს გლობუსი“. ფილმში ის ნარკომოვაჭრის როლში გვევლინება, რომელიც დანაშაულებრივ სამყაროს მართავს. სერიალში მისი პარტნიორი ტომ ჰიდლსტონია, რომელიც ამავე სერიალიდან ასევე გახდა ოქროს გლობუსის” წლევანდელი გამარჯვებული.

„ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები” – დენიელ რედკლიფი

ბულგაკოვის მოთხრობების მიხედვით გადაღებული სერიალი ახალგაზრდა ექიმზე გვიყვება, რომელიც რუსერთის ერთ-ერთ სოფელში სამუშაოდ ჩადის.  სერიალში მთავარ როლს „ჰარი პოტერის“  ვარსკვლავი დენიელ რედკლიფი ასრულებს.

„ნადვილი დეტექტივი” – მეთიუ მაქონაჰი, ვუდი ჰარელსონი, კოლინ ფარელი და რეიჩელ მაქადამსი

ამ დეტექტიური სერიალის ორივე სეზონში ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავები მონაწილეობენ. HBO-ს ამ სერიალს კრიტიკოსთა მხრიდან უმაღლესი შეფასება აქვს.

„აღლუმის დასასრული” – ბენედიქტ კამბერბეტჩი, რებეკა ჰოლი, ადელაიდა კლემენსი

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, ქრისტოფერ ტიტჯენს ცოლად მოჰყავს ლამაზი, მაგრამ ბოროტი სილვია, რომელიც სხვისგან არის ორსულად. ქრისტოფერი მაინც ერთგული რჩება ცოლის იქამდე, სანამ მათ ცხოვრებაში არ ჩნდება სხვა ადამიანი.

„გაყრა” – სარა ჯესიკა პარკერი

ფრენსისი სირთულეებით სავსე განქორწინების ეტაპს გადის. აღმოჩნდება, რომ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება არც ისე მარტივია.

„მილდრედ პირსი” – ქეით უინსლეტი

30-იან წლებში დიასახლისი მილდრედ პირსი ცდილობს ოჯახი დიდი დეპრესიის დროს გადაარჩინოს. სერიალს „ოქროს გლობუსი“ აქვს მიღებული და  ის ჯეიმს კეინის რომანის მიხედვითაა გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები