LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 თავბრუდამხვევი მინისერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

1228

ყოველწლიურად სატელევიზიო ეთერში ათასობით ახალი სერიალი გამოდის. მაღალრეიტინგული ტელეშოუების პარალელურად არსებობს მინისერიალები, რომელთა სიუჟეტი ნამდვილ თავსატეხს გაგიჩენთ. ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო მინისერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს ნამდვილი კინომანის არქივში.

ბრალდების მოწმე / The Witness for the Prosecution

სერიალი მსახიობ ემილი ფრენჩის მკვლელობაზე მოგვითხრობს, რომელსაც საკუთარ სახლში გარდაცვლილს პოულობენ. მთავარი ბრალდებული მსახიობის ახალგაზრდა მეგობარი მამაკაცია, რომელსაც მსახიობმა ანდერძით მთელი ქონება დაუტოვა. მამაკაცის ერთადერთი მოწმე მისი მეუღლეა, რომელიც მოულოდნელად სასამართლოში გამაოგნებელ ჩვენებას იძლევა. სწორედ ამ ჩვენებამ შესაძლოა სამუდამოდ დაუკარგოს ბრადლებულს ციხიდან გამოსვლის შანსი. ფილმში მთავარ როლებს კიმ კეტროლი, ბილი ჰოული და ტობი ჯონსი ასრულებენ.

დაკარგული ღირსება / The Lost Honour of Christopher Jefferies

მინისერიალის სიუჟეტის ცენტრში სკოლის მასწავლებელი, კრისტოფერ ჯეფრისია, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯეფრისს პოლიცია მალევე ათავისუფლებს, მისი ექსცენტრული გარეგნობა და უცნაური ქცევები საზოგადოებას კითხვის ნიშნებს უჩენს. სოციალური დრამა, რომელიც გვასწავლის, რომ გარეგნული მონაცემებით ადამიანის შეფასება არ შეიძლება. სერიალში მთავარ როლს ჯეიოსონ უოტკინსი ასრულებს.

მილიარდელის საიდუმლო / The Jinx: The Life and Deaths of Robert Durst

მინისერიალი მილიარდელის, რობერტ დერსტის ისტორიას გვიყვება, რომელსაც სამი მკვლელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს. ფილმის მთავარი ინტრიგა დერსტის ინტერვიუა, რომელსაც ის გახმაურებული მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ იძლევა. ფილმის ფინალი კი თავად მისი შემქმნელებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

ფესვები / Roots

ამ 8 სერიანი ფილმის სიუჟეტი 1750 წლიდან იწყება და 1865 წლის მოვლენებით სრულდება. ესა არის პერიოდი, როცა ამერიკაში მონობა გაუქმდა. ფილმი ამერიკელი მწერლის, ალექს ჰეილის რომანის მიხედევითაა გადაღებული და ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის ისტორიას გვიყვება. ესა არის ოჯახის ტრაგიკული ამბავი ამერიკის ისტორიაში ყველაზე დრამატულ პერიოდზე.

საიდუმლო / The Secret

ამ 4 სერიანი ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა აგებული. დაქორწინებულ მამაკაცს, კოლინ ჰაუელს ახალგარზდა მასწავლებელი უყვარდება, რომელიც ასევე იმყოფება ქორწინებაში. საიდუმლო სასიყვარულო ისტორიის უკან დიდი საიდუმლოა, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ერთი შეხედვით წესიერი ადამიანის უკან, შესაძლოა დიდი ბოროტება იმალებოდეს.

რივერი / River

მინისერიალი დეტექტივ, ჯონ რივერზე გვიყვება, რომელიც თავისი პარტნიორის მკვლელობას იძიებს. დეტექტივი უცნაური ნიჭითაც გამოირჩევა, რადგან მას გარდაცვლილი ადამიანების ხმები ესმის.

ექიმი ფოსტერი / Doctor Foster

სერიალის მთავარი გმირი, ექიმი ფოსტერი მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს და კარიერაზეა ორიენტირებული. ერთ მშვენიერ დღეს ის მეუღლის შარფზე უცხო ქალის თმას აღმოაჩენს. ეჭვს ფილმის გმირი გამოძიებამდე მიჰყავს, სადაც ღალატის გარდა საშინელი საიდუმლო იმალება. სერიალში მთავარ როლებს სიურენ ჯონსი და ბერტი კარველი ასრულებენ.

რილინგთონ ფლეისი / Rillington Place

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი ბრიტანელი მანიაკის ჯონ კრისტის ისტორიას გვიყვება, აქ არ არის სისხლიანი სცენები. სიუჟეტის მთავარი გმირები  მეუღლეები, ტიმოტი და ბერილ ევანსები არიან. ბერილის სატიკ მკველობაში მეუღლეს ადანაშაულებენ, იქამდე სანამ ნამდვილი დამნაშავე რეალურ სახეს არ გამოავლენს. სერიული მკვლელის როლში მაყურებელი ტიმ როტს იხილავს.

13 / Thirteen

13 წლის აივის გაუჩინარებიდან 13 წელი გადის და გოგონა მოულოდნელად პოლიციის დეპარტამენტში ცხადდება. ამ წლების მანძილზე ის მანიაკს ერთ ოთახში ჰყავდა გამოკეტილი. ახალგაზრდა დეტექტივები ცდილობენ დაადგინონ, რა გახდა გოგონას გაუჩინარების მიზეზი. არის თუ არა მთავარი გმირი შეკრული სერიულ მკვლელთან და რა საიდუმლო იმალება ამ უცნაური ისტორიის უკან, ამას სერიალის ნახვის შემდეგ გაიგებთ.

ცოცხლები და მიცვალებულები / The Living and the Dead

მინისერიალში მოვლენები 1894 წელს ვითარდება. ახალგაზრდა წყვილი ნეიტონი და შარლოტა მოულოდნელად ძველი სახლის მფლობელები აღმოჩნდებინა. ნეიტონი შეპყრობილია იდეით გაარკვიოს, არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. სწორედ ახალ ამ იწყება უცნაური მოვლენების სერია, რომელიც ახალგაზრდა წყვილს სიცოცხლეს ნამდვილ ჯოჯოხეთად უქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები