LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 უახლესი საშინელებათა ფილმი, რომელსაც უნდა მოერიდოთ, თუ სუსტი ნერვები გაქვთ

ვინჩესტერი   / Winchester

ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული და „ვინჩესტერის უცნაური სახლის“ ამბავს გვიყვება, სადაც უამრავი საიდუმლო იმალება. კინოსურათში ჰელენ მირენი სარა ვინჩესტერს, იარაღის შემქმნელის ცოლს განასახიერებს, რომლის სახლიც საიდუმლოს მალავს . ლაბირინთებითა და გამოცანებით სავსე უზარმაზარი სახლი უცნაური სტუმრებითა და იდუმალი მასპინძელით  საშიშ თავგადასავალს გპირდებათ.

 უცნობები: სასტიკი თამაშები / The Strangers: Prey at Night

იოჰანეს რობერთსის ფილმი ამერიკული ჰორორის სტილში. კინოსურათი ოჯახის ისტორიას გვიყვება, რომელთა სახლშიც ნიღბიანი მკვლელები შეიჭრებიან.

შეშლილი /  Unsane

სტივენ სოდენბერგის ახალი ფილმი, რომელიც მთლიანად ტელეფონითაა გადაღებული. სიუჟეტის მიხედვით, ფილმის გმირი, რომელსაც კლერ ფოი ასრულებს, ახალ ქალაქში მიემგზავრება იმ მიზნით, რომ დაეხსნას მისტიური ადამიანს, რომელიც მას ყველგან დაყვება.

ჩუმი ადგილი / A Quiet Place

ჯონ კარინსკის უახლესი ფილმი, რომელმაც უკვე უდიდესი შემოსავალი მოუტანა შემქმნელებს. ფილმში მოვლენები 2020 წელს, პოსტაპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება. ოჯახური წყვილი ცდილობს გადარჩეს უკაცრიელ ადგილას, სადაც ხმის ამოღება შესაძლოა სასიკვდილო გახდეს. კისონურათში მთავარ როლს ემილი ბლანტი ასრულებს.

სიმართლე ან მოქმედება / Truth or Dare

ჯეფ უოდლოუს საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელიც ახალგაზრდა ადამიანების უცნაურ გატაცებაზე გვიყვება. თამაში სახელწოდებით სიმართლე და მოქმედება საკმაოდ სასტიკია. ახალგაზრდები ერთმანეთს დავალებებს აძლევენ, რომლის შეუსრულებლობაც სიკვდილით სრულდება.

რეინკარნაცია / Hereditary

ფილმი, სადაც მთავარ როლს ტონი კოლეტი ასრულებს. ფილმის მათვარი გმირი ენია, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ ოჯახზე სასტიკ ისტორიებს იხსენებს.

მონაზონი / The Nun

კორინ ჰარდის ახალი ფილმი, რომელიც მღვდლის ისტორიას გვიყვება. ეს უკანასკნელი რუმინეთში მონაზვნის საიდუმლოებით მოცული მკვლელობის გამოსაძიებლად მიემგზავრება.

პატარა უცნობი / The Little Stranger

ფილმი ექიმის შესახებ გვიყვება, რომელსაც 1947 წელს აირესების ოჯახში ეპატიჟებიან. ექიმს პატარა პაციენტის მკურნალობას სთხოვენ და ამ ისტორიის მიღმა უდიდესი დანაშაული იმალება.

ჰელოუინი / Halloween

1978 წლის ლეგენდარული ფილმი და ჰორორის კლასიკად მონათლული „ჰელოუინი“ ეკრანზე ბრუნდება. ფილმი წინა ფილმების სიუჟეტის გაგრძელებაა, რომლის შექმნაშიც თვით ჯონ კარპერტერი მონაწილეობს. მთავარ როლში კი კვლავ ჯეიმი ლი კერტისს ვიხილავთ.

სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა /The House that Jack Built

ლარს ფონ ტრიერის ახალი ფსიქოლოგიური ტრილერი, სადაც მთავარ როლს მეთ დილონი ასრულებს. ფილმი ახალგაზრდა მამაკაცის ამბავს გვიყვება, რომელიც 12 წლის მანძილზე სერიულ მკვლელად ყალიბდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები