LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 უახლესი სერიალი, რომელიც შემოდგომის პოტენციური ჰიტია

სტრაიკი (Strike)  -27 აგვისტო

პროექტის საპილოტე სერია ეკრანებზე ჯერ კიდევ 27 აგვისტოს გამოვიდა, ხოლო ფინალი – 3 სექტემბერს. სერიალს უკვე უწინასწარმეტყველებენ წარმატებას, რადგან ის ჯოან როულინგის რომანის მიხედვითაა გადაღებული. რომანი მწერალმა რობერტ გელბრეიტის ფსევდონიმით დაწერა და მისი მთავარი გმირი დეტექტივი კორმორან სტრაიკია, რომელმაც ავღანეთის ომი გამოიარა და ამჯერად კერძო დეტექტივად მუშაობს. კრიმინალური საქმეების გახსნაში კი მას პირადი მდივანი რობინ ელაკოტი ეხმარება.

 

 

მამაცები (The Brave)  – 25 სექტემბერი

ცნობილი სერიალის „სამშობლოს“ მოყვარულებს ნამდვილი სიურპრიზი ელით. სერიალი ამავე ჟანრში სექტემბრის ბოლოს გამოვა დიდ ეკრანებზე. სიუჟეტის ცენტრში ელიტარული სამხედრო დანაყოფია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ურთულეს დავალებებს ასრულებს. სპეცოპერაციების დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს და ცხადია, მაყურებელს ძალიან დაძაბული სიუჟეტების მთელი სერია ელის.

 

 

კანონი და სამართალი: ნამდვილი დანაშაული (Law & Order: True Crime) – 26 სექტემბერი

კიდევ ერთი ქეისი ამერიკის კრიმინალური ისტორიების არქივიდან. სიუჟეტის ცენტრში ძმები მენენდეზები არიან, რომლებსაც 1989 წელს მშობლების მკვლელობაში დასდეს ბრალი. სასამართლო პროცესების დროს ბიჭები ამტკიცებდნენ, რომ მშობლების მხრიდან გამუდმებით სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. როგორ გადაწყდა სასამართლო დავა და რა საინტერესო დეტალები გამოიკვეთა ძიების პროცესში, ამას მაყურებელი სერიალიდან შეიტყობს. ადვოკატის როლს სერიალში „სოპრანოს კლანის“ ვარსკვლავი იდი ფალკო ასრულებს.

 

 

გონებაზე მონადირეები (Mindhunter) –  13 ოქტომბერი

დევიდ ფინჩერის ახალი პროექტი, რომელიც „ბანქოს სახლის“ შემდეგ Netflix-ს დაუბრუნდა. ფსიქოლოგიური სერიალის მთავარი გმირები ფედერალური სამსახურის სპეც–განყოფილების წევრები არიან, რომლებიც სერიულ მკვლელობებს იძიებენ. კინოპროექტს „ნამდვილი დეტექტივის“ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

ბაბილონი-ბერლინი (Babylon Berlin) – 13 ოქტომბერი

ფოლკერ კუჩერის რომანის მიხედვით შექმნილ სერიალში მოვლენები 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში ბერლინში ვითარდება. პოლიციის კომისარი გერეონ რატი სხვადასხვა დანაშაულების გახსნითაა დაკავებული იმ ფონზე, როცა პოლიტიკური ვითარდება ქვეყანაში რადიკალურად იცვლება .

 

ვარსკვლავური გზა (Star Trek: Discovery) – 24 სექტემბერი

ესაა საკულტო სერიალის „ვარსკვლავური გზა“ დაბრუნება ეკრანზე, რომელიც 12 წლიანი პაუზის შემდეგ განსხვავებული ფორმატით მოევლინება მაყურებელს. ახალ პროექტში მოვლენები ჩვენთვის ცნობილი სიუჟეტიდან 10 წლით ადრე ვითარდება.

ის გრეისი (Alias Grace) – 3 ნომბერი

სეზონის კიდევ ერთი პოტენციური ჰიტი მარგარეტ ეტვუდის წიგნის  ეკრანიზაციით. სერიალი რეალურ მოვლენებს ეფუძნება, რომელიც ირლანდიაში მე-19 საუკუნის დასასრულს მოხდა. სიუჟეტის ცენტრში 16 წლის ემიგრანტი გრეის მარკია, რომელსაც 1843 წელს ორმაგი მკვლელობა დაბრალდა. გოგონა თავისი უფროსისა და მისი ორსული შეყვარებულის მკვლელობაში დაადანაშაულეს. 10 წლის შემდეგ ექიმი-ფსიქოლოგი საიმონ ჯორდონი საქმის ხელახალ გამოძიებას იწყებს და ცდილობს, ახალგაზრდა გოგონას უდანაშაულობა დაამტკიცოს.

 

 

მას ეს სჭირდება  (Shes Gotta Have It)  – 23 ნოემბერი

შემოდგომის კიდევ ერთი ხმაურიანი პროექტი სპაიკ ლისგან. სერიალი რეჟისორის 31 წლის წინ გადაღებულ ფილმს ეფუძნება, რომელმაც უამრავი პრიზი მიიღო. კინოსურათის ცენტრში ახალგაზრდა ქალი და მისი სამი საყვარელია.

 

 

ხალხისთვის (For the People)

„სკანდალის“ სცენარისტებმა ახალ სერიალზე დაიწყეს მუშაობა. ფილმში მოქმედება ნიუ-ორკის სასამართლოში ვითარდება, სადაც დამწყები იურისტები ურთულეს საქმეებს იძიებენ. ცხადია, ფონს ვერ გავალთ ინტრიგების, სამსახურეობრივი რომანებისა და ემოციური დიალოგების გარეშე. თუ „ფორს-მაჟორი“ და „როგორც ავიცილოთ სასჯელი დნაშაულისთვის“ თქვენი საყვარელი სერიალებია, უახლესი პროექტი სწორედ თქვენთვის შეუქმნიათ.

 

 

ერთად დაშორების შემდეგ (Splitting Up Together)

განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეებს ისევ ერთად უწევთ ცხოვრება და ამის მიზეზი ფინანსური კრიზისია. ჯენა ფიშერისა და ოლივერ ჰადსონის დუეტი არაჩვეულებრივ განწყობას შეგიქნით და სერიალსაც უდაოდ მიგაჯაჭვებთ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები